მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

B1 ქვეკატეგორია კვადროციკლი და მოტორიზებული ტრიციკლი

მინიმალური ასაკი
16 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი
წინაპირობა
არ აქვს

სატრანსპორტო საშუალება

დაუტვირთავი მასა350 კგ-⁠ზე მეტი, მაქს. 400 კგ
მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა მხოლოდ არასრულწლოვნე­ბისთვის
*ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა დაუტვირთავ მასაში არ ითვლება.

ტექნიკური შეზღუდვები

ბორბლების რაოდენობა3
ძრავის მუშა მოცულობაარ არის განსაზღვრული
სიმძლავრე≤15 კვტ
კონსტრუქციული სიჩქარე45 კმ/⁠სთ-ზე მეტი

ტრიციკლი vs მოტორიზებული ტრიციკლი

მოტორიზებული ტრიციკლი არის ტრიციკლის ქვესახეობა („მოტორიზებული" უფრო ძლიერს არ ნიშნავს) და ისიც ჩვეულებრივი ტრიციკლია - აქვს სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბალი და ძრავი. მოტორიზებული ტრიციკლის მონაცემები მოცემულია ამ გვერდზე. ისეთი ტრიციკლი, რომლის მახასიათებლები სცდება B1-⁠ის ზღვრებს, აღარ მიიჩნევა მოტორიზებულ ტრიციკლად.

ზოგადად, კონკრეტული მახასიათებლების და შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრიციკლების მართვა შესაძლებელია B1 და ასევე A1, A2 ან A კატეგორიების მართვის მოწმობით.

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —A კატეგორია ან A1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე
  • —C კატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე

თეორიული გამოცდა

B1 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 898 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 25 სწორი პასუხი, ანუ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.

25 სწორი პასუხი5 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

რვიანი
ზიგზაგი
მობრუნება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
B1

ქვეკატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:

B1 ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის B1 ქვეკატეგორია

B1 ქვეკატეგორია იძლევა მოტორიზებული ტრიციკლისა და კვადროციკლის მართვის უფლებას.

ორივესთვის საერთოა ორი ტექნიკური პირობა:

  • სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 15 კვტ-⁠ს
  • დაუტვირთავი მასა უნდა აღემატებოდეს 350 კგ-⁠ს და არ უნდა აღემატებოდეს 400 კგ-⁠ს

თუ ტრანსპორტი ტვირთის გადასაზიდადაა განკუთვნილი, დაუტვირთავი მასის ზედა ზღვარი 400 კგ-⁠ის ნაცვლად 550 კგ-⁠ია. ქვედა ზღვარი ორივე შემთხვევაში იგივე რჩება — მასა 350 კგ-⁠ს უნდა აღემატებოდეს.

ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა დაუტვირთავ მასაში არ ითვლება.

B1 ქვეკატეგორია მოიცავს სწორედ იმ მძიმე კვადროციკლებს, რომლებიც AM კატეგორიის მსუბუქ ფარგლებში აღარ ჯდება.

B1 ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

B1 ქვეკატეგორია გაიცემა 16 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) მოეთხოვებათ მხოლოდ არასრულწლოვნებს; სრულწლოვნებს იგი არ მოეთხოვებათ.

B1 ქვეკატეგორიაზე ბარდება თეორიისა და მოედნის გამოცდები. ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

B1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა

B და B1 კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა და იგი მოიცავს ჯამში 898 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 25-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 30 წუთია. B1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თეორიის გამოცდაზე პირველი გასვლის საფასური 55 ლარია; თუ 18 წელს არ ხარ მიღწეული და მართვის მოწმობა არ გაქვს — 15 ლარი. ყოველი მომდევნო გასვლა 40 ლარია.

თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება, თუ A კატეგორია ან A1 ქვეკატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული; ასევე C კატეგორიის შემთხვევაში, თუ იგი 2012 წლის 1 აგვისტომდე გაქვს აღებული.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

B1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: რვიანი, ზიგზაგი და მობრუნება.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

თუ ამ ვადაში მოედნის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის გამოცდის ჩაბარება.

B1 ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი

თუ 18 წელს არ ხარ მიღწეული და მართვის მოწმობა არ გაქვს, თეორიაზე პირველი გასვლა 15 ლარია.

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის ტრანსპორტი.

B1 ავტომატურად მოჰყვება მექანიკის B კატეგორიას — ანუ თუ B-⁠ს პრაქტიკული გამოცდები მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე ჩააბარე. B ავტომატიკის შემთხვევაში B1 ავტომატურად არ მოგყვება.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის B1 კატეგორია?

B1 ქვეკატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო: მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი. ორივე ტრანსპორტის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 15 კვტ-⁠ს და დაუტვირთავი მასა უნდა აღემატებოდეს 350 კგ-⁠ს და არ უნდა აღემატებოდეს 400 კგ-⁠ს.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 27 და 43; მუხლი 54, ნაწილი 3 „გ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „გ“

2.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა B1 ქვეკატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. B1 ქვეკატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 16, ნაწილი 1

3.

B1 ქვეკატეგორიაზე როდის არის დაუტვირთავი მასის ზღვარი მაქს. 550 კგ?

თუ კვადროციკლი ან მოტორიზებული ტრიციკლი ტვირთის გადასაზიდადაა განკუთვნილი, დაუტვირთავი მასის მაქსიმალური ზღვარი 400 კგ-⁠ის ნაცვლად 550 კგ-⁠ია.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 27 და 43

4.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ა“

5.

B კატეგორია მაქვს - B1 ავტომატურად მოყვება?

დიახ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიკის B კატეგორია გაქვს (ანუ პრაქტიკული გამოცდები მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე ჩააბარე). B ავტომატიკის შემთხვევაში, B1 მას ავტომატურად არ მოჰყვება.

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 3 „ბ“; მუხლი 6¹, ნაწილი 4

6.

რამდენი წლით გაიცემა B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

7.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

B1 ქვეკატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

თეორია და მოედანი. ქალაქის გამოცდა B1 ქვეკატეგორიაზე არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 16, ნაწილი 1; მუხლი 36

2.

რამდენი ბილეთი შედის B1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 898 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 25-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 30 წუთი. (B და B1 კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა).

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ბ“

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

16 წლიდან შემიძლია ავიღო B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, B1 ქვეკატეგორია სწორედ 16 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 16, ნაწილი 2

5.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) მოეთხოვებათ მხოლოდ არასრულწლოვნებს. სრულწლოვანებს ეს ცნობა არ მოეთხოვებათ.

შსს მომსახურების სააგენტო

6.

არასრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

16 წლის კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) და ავტოსკოლის მიერ გაცემული საბუთი. ამასთან, გამოცდაზე უნდა გამოცხადდე მშობელთან ერთად ან წარადგინო მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 57 | შსს მომსახურების სააგენტო

7.

სრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

სრულწლოვან კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა).

შსს მომსახურების სააგენტო

8.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 3 ელემენტისგან: რვიანი, ზიგზაგი, მობრუნება.

№598 ბრძანება — მუხლი 36, ნაწილი 1 „ა“

9.

B1 ქვეკატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 36, ნაწილი 2

10.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ძ“