მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
მისაბმელი
S კატეგორიის მართვის მოწმობით მისაბმელის გადაბმა დასაშვებია.
მიუხედავად იმისა, რომ თავად კატეგორია მისაბმელის მასას ზედა ზღვარს არ უწესებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისაბმელი ნებისმიერ ტრანსპორტს გადაებმება. მისაბმელის მასის ზედა ზღვარი განისაზღვრება ტრანსპორტის ქარხანა-დამამზადებლის მიერ და მისი გადაჭარბება S კატეგორიის მართვის მოწმობითაც დაუშვებელია.
რკინიგზის გადასასვლელი
კანონი რკინიგზის გადასასვლელზე ორ დამატებით აკრძალვას აწესებს, რომელიც პირდაპირ სასოფლო-სამეურნეო და საგზაო-სამშენებლო ტექნიკას ეხება:
- —აკრძალულია იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა.
- —რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე აკრძალულია ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს.
თეორიული გამოცდა
S კატეგორია მოიცავს ჯამში 884 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.
სად ბარდება გამოცდა
გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის S კატეგორია?
S კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა — საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა ტექნიკა.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 79 | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „კ“
2.S კატეგორიის მანქანას სიჩქარის ზღვარი აქვს განმარტებაში?
დიახ, და ეს მისი მთავარი განმასხვავებელია: კონსტრუქციული სიჩქარე 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები უნდა იყოს. თუ ტექნიკა ამ ჩარჩოში არ თავსდება, ის S კატეგორია აღარ არის.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5
3.ექსკავატორს ან ბულდოზერს S კატეგორია სჭირდება?
დიახ, თუ ის საგზაო-სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი და კონსტრუქციული სიჩქარით ზემოთ აღწერილ ჩარჩოში თავსდება. ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება S კატეგორიად არ ითვლება.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5
4.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა S კატეგორია ავიღო?
არ არის აუცილებელი. S კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.
№598 ბრძანება — მუხლი 13, ნაწილი 1
5.შემიძლია S კატეგორიის მანქანას მისაბმელი გადავაბა?
დიახ. S კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვს ნებისმიერი მასის მისაბმელი გადააბა. კანონით მისაბმელის მასა არ იზღუდება, თუმცა მისაბმელის მასის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს კონკრეტული მანქანის ქარხანა-დამამზადებელი და ამ ზღვარის გადაჭარბება S კატეგორიის მართვის მოწმობითაც აკრძალულია.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „კ“
6.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
დასახლებულ პუნქტში 40 კმ/სთ, დაუსახლებელ პუნქტში 40 კმ/სთ. ავტომაგისტრალზე S კატეგორიის მანქანის მოძრაობა აკრძალულია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 8 „ა“; მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“
7.სპეცტექნიკით რკინიგზის გადასასვლელზე გავლა შეიძლება?
დიახ, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით. აკრძალულია იმ საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა. ასევე, რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე აკრძალულია ისეთი ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის სიჩქარე 8 კმ/სთ-ს არ აღემატება.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 39, ნაწილი 2 „გ“, „დ“
8.რამდენი წლით გაიცემა S კატეგორიის მართვის მოწმობა?
S კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“
9.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო