მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
მაქსიმალური მასა3 500 კგ-ზე მეტი
მისაბმელი
არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი C კატეგორიით დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში.
თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს აღემატება, საჭიროა CE კატეგორია.
თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა
თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:
- —C1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
- —D კატეგორია ან D1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე
თეორიული გამოცდა
C კატეგორია მოიცავს ჯამში 903 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 40 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 36 სწორი პასუხი, ანუ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 40 წუთი გაქვს.
მოედნის გამოცდა
საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:
გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.
სად ბარდება გამოცდები
გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის C კატეგორია?
C კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება — ზედა ზღვარი არ არსებობს. გამონაკლისია ავტომობილი, რომელიც D1 ან D კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი 8-ზე მეტადგილიანი.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „დ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „დ“
2.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა C კატეგორია ავიღო?
დიახ, აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა გქონდეს მინიმუმ 1 წელი. ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერებისა და ჩამორთმევის დრო.
№598 ბრძანება — მუხლი 7, ნაწილი 1
3.C კატეგორიით მისაბმელის გადაბმა შეიძლება?
დიახ, მაგრამ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე მეტია, საჭიროა CE კატეგორია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „დ“, „ზ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „დ“, „ზ“
4.C კატეგორიით სატვირთოს გარდა კიდევ რისი მართვა შემიძლია?
C1 ქვეკატეგორიის ტრანსპორტის და თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 12 000 კგ-ს არ აღემატება. ტრაქტორის მართვის უფლება მხოლოდ საქართველოში მოქმედებს.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 11 და 12 | №598 ბრძანება — მუხლი 7, ნაწილი 4
5.სატვირთოს ძარით მგზავრების გადაყვანა შეიძლება?
C კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ძარით შეიძლება მაქსიმუმ 8 მგზავრის გადაყვანა. თუ D კატეგორიაც გაქვს, C-ის მიღებიდან სამი წლის შემდეგ 8-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაც შეგიძლია სატვირთოს ძარით.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 46, ნაწილი 3; მუხლი 56, ნაწილი 7 და 8 | №598 ბრძანება — მუხლი 7, ნაწილი 5
6.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ, დაუსახლებელ პუნქტში 70 კმ/სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „დ.ა“
7.ძარით მგზავრების გადაყვანისას სიჩქარე იზღუდება?
დიახ. ძარით მგზავრთა გადაყვანისას სიჩქარე ყველა გზაზე მაქსიმუმ 60 კმ/სთ-ია (ავტომაგისტრალზეც).
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 7 „დ.ბ“
8.რამდენი წლით გაიცემა C კატეგორიის მართვის მოწმობა?
C კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“
9.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო