მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

C1 ქვეკატეგორია მსუბუქი სატვირთო ავტომობილი

მინიმალური ასაკი
18 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი, ქალაქი
წინაპირობა

სატრანსპორტო საშუალება

ნებადართული
მაქსიმალური მასა
3 500 კგ-⁠ზე მეტი, მაქს. 7 500 კგ
მართვის მოწმობის ვადა5 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა

მისაბმელი

არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი C1 ქვეკატეგორიით დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში.

თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს აღემატება, საჭიროა C1E ქვეკატეგორია ან CE კატეგორია.

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —D კატეგორია ან D1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე

თეორიული გამოცდა

C1 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 913 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 35 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 32 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 35 წუთი გაქვს.

32 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

უკუსვლით პარკირება
აღმართი
პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.

C1 ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის C1 ქვეკატეგორია

C1 ქვეკატეგორია იძლევა იმ ავტომობილის მართვის უფლებას, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-⁠ს, თუმცა არ აღემატება 7 500 კგ-⁠ს.

მასა ერთადერთი შეზღუდვა არ არის: ავტომობილი, რომელიც D1 ან D კატეგორიას განეკუთვნება, C1 ქვეკატეგორიაში არ შედის — რამდენიც არ უნდა იყოს მისი მასა. ანუ 3 500 კგ-⁠დან 7 500 კგ-⁠მდე ავტომობილის მართვის უფლებას C1 ქვეკატეგორია გაძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს აქვს მაქსიმუმ 8 დასასხდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) — ხოლო თუ 8-⁠ზე მეტია, მაშინ საჭიროა D1 ან D კატეგორიის მართვის მოწმობა.

C1 ქვეკატეგორიით მისაბმელის გადაბმაც შეიძლება, თუ მისი ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს არ აღემატება, ხოლო თუ აღემატება — საჭიროა C1E ან CE კატეგორია.

C1 ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

C1 ქვეკატეგორია გაიცემა 18 წლიდან და მისი წინაპირობაა B კატეგორიის მართვის მოწმობა. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

C1 ქვეკატეგორიაზე ბარდება თეორიის, მოედნისა და ქალაქის გამოცდები.

მოედნისა და ქალაქის გამოცდები ბარდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე C1 ქვეკატეგორიის ავტომობილზე (კონკრეტულად ეს არის Mercedes-Benz Sprinter).

C1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს ჯამში 913 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 35 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 32-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 35 წუთია. C1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თეორიის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • D კატეგორია ან D1 ქვეკატეგორია აღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: უკუსვლით პარკირება, აღმართი და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება. თითოეული ელემენტის შესასრულებლად მაქსიმუმ 4 წუთი გაქვს — ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში ჩაიჭრები.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

C1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდა

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ დაუშვებ 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

ქალაქის გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშანი 150 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გეგმიური გასვლა ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ გეკუთვნის. არაგეგმიური ჯავშანი 310 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის გამოცდის დაჯავშნა ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან შეგიძლია.

ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან); და თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის და მოედნის გამოცდების ჩაბარება.

C1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდაზე დამატებით ფასდება:

ეკონომიური მართვა და სხვადასხვა გარემოებაში სწორი გადაცემების შერჩევა საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.

შედარებისთვის, B კატეგორიაზე ეს კრიტერიუმები არ ფასდება.

C1 ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი
ქალაქი — გეგმიური ჯავშანი150 ლარი
ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი310 ლარი

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია (მხოლოდ საქართველოში) მართო მაქსიმუმ 8 250 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი. ასევე ტრაქტორზე მისაბმელის გადაბმის უფლებაც გაქვს თუ ტრაქტორის და მისაბმელის ჯამური ნებართ. მაქს. მასა მაქსიმუმ 8 250 კგ არის.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 70 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

C1 ქვეკატეგორიის მოპოვება B კატეგორიაზე ავტომატიკის შეზღუდვასაც გიხსნის — ანუ თუ B მხოლოდ ავტომატიკაზე გაქვს, C1-⁠ის აღებით მექანიკის მართვის უფლებას ავტომატურად მოიპოვებ.

სატვირთოს ძარით მგზავრების გადაყვანა C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით აკრძალულია. ეს უფლება მხოლოდ C კატეგორიის მქონეს აქვს.

C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის C1 კატეგორია?

C1 ქვეკატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-⁠ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-⁠ს. გამონაკლისია ავტომობილი, რომელიც D1 ან D კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი 8-⁠ზე მეტადგილიანი.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „დ“

2.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა C1 ქვეკატეგორია ავიღო?

დიახ, აუცილებელია გქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა. C კატეგორიისგან განსხვავებით, ერთწლიანი სტაჟი აქ საჭირო არ არის.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 1

3.

C1 ქვეკატეგორიით მისაბმელის გადაბმა შეიძლება?

დიახ, მაგრამ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ზე მეტია, საჭიროა C1E ქვეკატეგორია ან CE კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „დ“, „ზ“;, ნაწილი 2 „დ“, „ვ“

4.

C1 ქვეკატეგორიით სატვირთოს გარდა კიდევ რისი მართვა შემიძლია?

თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 8 250 კგ-⁠ს არ აღემატება, მისაბმელთან ერთადაც, თუ შემადგენლობის ჯამი 8 250 კგ-⁠ს არ აღემატება. ტრაქტორის მართვის უფლება მხოლოდ საქართველოში მოქმედებს.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 4

5.

C1 ქვეკატეგორიით სატვირთოს ძარით მგზავრების გადაყვანა შეიძლება?

არა. ძარით მგზავრთა გადაყვანის უფლებას კანონი მხოლოდ C კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს ანიჭებს.

№598 ბრძანება — მუხლი 7, ნაწილი 5

6.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 70 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ. იგივე, რაც C კატეგორიაზე.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33

7.

ზუსტად 3 500 კგ-⁠ზე ავტომობილი ჯერ ისევ B კატეგორიაა?

დიახ. თუ ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა არის ზუსტად 3 500 კგ, მაშინ იგი მიეკუთვნება B კატეგორიას. ასევე აუცილებელია, რომ ავტომობილის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-⁠ს არ აღემატებოდეს (მძღოლის გარდა).

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „გ“

8.

რამდენი წლით გაიცემა C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“

9.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

C1 ქვეკატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

თეორია, მოედანი და ქალაქი.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 2; მუხლი 37²; მუხლი 38¹

2.

რამდენი ბილეთი შედის C1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 913 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 35 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 32-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 35 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „გ“

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

18 წლიდან შემიძლია ავიღო C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, C1 ქვეკატეგორია სწორედ 18 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 3

5.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

დიახ, C1 ქვეკატეგორიის გამოცდებზე გასასვლელად ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

შსს მომსახურების სააგენტო

6.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 3 ელემენტისგან: უკუსვლით პარკირება, აღმართი და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება. იგივე, რაც C კატეგორიაზე.

№598 ბრძანება — მუხლი 37², ნაწილი 1 „ა“

7.

C1 ქვეკატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 37², ნაწილი 2

8.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

დიახ — მაქსიმუმ 4 წუთი თითოეული ელემენტის შესასრულებლად. 4 წუთიანი ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 2¹ „ბ“

9.

ქალაქის გამოცდა როგორ ფასდება C1 ქვეკატეგორიაზე?

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა საერთოდ არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დაუშვებს 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. ქალაქის გამოცდის მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

№598 ბრძანება — მუხლი 38⁶, ნაწილი 1; მუხლი 38¹, ნაწილი 4

10.

ქალაქის გამოცდაზე დამატებით რა კრიტერიუმებს აფასებენ C1 ქვეკატეგორიაზე?

ეკონომიურ მართვას: აჩქარებისას, შენელებისას, აღმართზე/დაღმართზე მოძრაობისას გადაცემები ისე უნდა შეარჩიო, რომ საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი შემცირდეს. შედარებისთვის, ეს კრიტერიუმები B კატეგორიაზე არ ფასდება.

№598 ბრძანება — მუხლი 38³ „ბ.კ“

11.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ძ“

12.

C1 ქვეკატეგორიის მოპოვება B კატეგორიაზე ავტომატიკის შეზღუდვას მიხსნის?

დიახ. თუ B კატეგორია მხოლოდ ავტომატიკაზე გაქვს, C1 ქვეკატეგორიის აღებით მექანიკის მართვის უფლებას ავტომატურად მოიპოვებ.

№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 6 „დ“