მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
მისაბმელი
T კატეგორიის მართვის მოწმობით მისაბმელის გადაბმა დასაშვებია.
მიუხედავად იმისა, რომ თავად კატეგორია მისაბმელის მასას ზედა ზღვარს არ უწესებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისაბმელი ნებისმიერ ტრაქტორს გადაებმება. მისაბმელის მასის ზედა ზღვარი განისაზღვრება ტრაქტორის ქარხანა-დამამზადებლის მიერ და მისი გადაჭარბება T კატეგორიის მართვის მოწმობითაც დაუშვებელია.
რკინიგზის გადასასვლელი
კანონი რკინიგზის გადასასვლელზე ორ დამატებით აკრძალვას აწესებს, რომელიც პირდაპირ სასოფლო-სამეურნეო და საგზაო-სამშენებლო ტექნიკას ეხება:
- —აკრძალულია იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა.
- —რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე აკრძალულია ტრაქტორის მარხილ-სათრეველას, აგრეთვე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს.
თეორიული გამოცდა
T კატეგორია მოიცავს ჯამში 884 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.
სად ბარდება გამოცდა
გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის T კატეგორია?
T კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა ტრაქტორი.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5 | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ი“
2.ტრაქტორის მასას მნიშვნელობა აქვს თუ T კატეგორია მაქვს?
არა, თუ გაქვს T კატეგორიის მართვის მოწმობა, უფლება გაქვს მართო ნებისმიერი მასის ტრაქტორი.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ი“
3.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა T კატეგორია ავიღო?
არ არის აუცილებელი. T კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.
№598 ბრძანება — მუხლი 12, ნაწილი 1
4.შემიძლია ტრაქტორს მისაბმელი გადავაბა?
დიახ. T კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვს ნებისმიერი მასის მისაბმელი გადააბა ტრაქტორს. კანონით მისაბმელის მასა არ იზღუდება, თუმცა მისაბმელის მასის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს კონკრეტული ტრაქტორის ქარხანა-დამამზადებელი და ამ ზღვარის გადაჭარბება T კატეგორიის მართვის მოწმობითაც აკრძალულია.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ი“
5.ტრაქტორის სამართავად აუცილებელია T კატეგორიის მართვის მოწმობა მქონდეს?
არ არის აუცილებელი. T კატეგორია გაძლევს ნებისმიერი ტიპის/მასის ტრაქტორის მართვის უფლებას; B,C1,C კატეგორიები კი მხოლოდ თვლიანი ტრაქტორის მართვის უფლებას გაძლევს და ასევე მასით ზღუდავენ:
| კატეგორია | ნებადართული მაქსიმალური ზღვარი |
|---|---|
| B კატეგორია (მექანიკა) | 4 250 კგ |
| C1 ქვეკატეგორია | 8 250 კგ |
| C კატეგორია | 12 000 კგ |
B,C1,C კატეგორიების შემთხვევაში ტრაქტორის მართვის უფლება მხოლოდ საქართველოში მოქმედებს. T კატეგორია მასის შეზღუდვის გარეშეა და მუხლუხა ტრაქტორსაც მოიცავს.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 9–12 | №598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 4
6.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
დასახლებულ პუნქტში 40 კმ/სთ, დაუსახლებელ პუნქტში 40 კმ/სთ. ავტომაგისტრალზე ტრაქტორის მოძრაობა აკრძალულია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 8 „ა“; მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“
7.ტრაქტორით რკინიგზის გადასასვლელზე გავლა შეიძლება?
დიახ, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით. აკრძალულია იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა. ასევე, რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე აკრძალულია ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 39, ნაწილი 2 „გ“, „დ“
8.რამდენი წლით გაიცემა T კატეგორიის მართვის მოწმობა?
T კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“
9.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო