მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
ტექნიკური შეზღუდვები
თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა
თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:
- —A კატეგორია ან A1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე
- —C კატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე
თეორიული გამოცდა
B1 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 898 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 25 სწორი პასუხი, ანუ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.
მოედნის გამოცდა
საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:
გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.
სად ბარდება გამოცდები
გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
ქვეკატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის B1 კატეგორია?
B1 ქვეკატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო: მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი. ორივე ტრანსპორტის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 15 კვტ-ს და დაუტვირთავი მასა უნდა აღემატებოდეს 350 კგ-ს და არ უნდა აღემატებოდეს 400 კგ-ს.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 27 და 43; მუხლი 54, ნაწილი 3 „გ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „გ“
2.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა B1 ქვეკატეგორია ავიღო?
არ არის აუცილებელი. B1 ქვეკატეგორიას წინაპირობა არ აქვს.
№598 ბრძანება — მუხლი 16, ნაწილი 1
3.B1 ქვეკატეგორიაზე როდის არის დაუტვირთავი მასის ზღვარი მაქს. 550 კგ?
თუ კვადროციკლი ან მოტორიზებული ტრიციკლი ტვირთის გადასაზიდადაა განკუთვნილი, დაუტვირთავი მასის მაქსიმალური ზღვარი 400 კგ-ის ნაცვლად 550 კგ-ია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 27 და 43
4.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ა“
5.B კატეგორია მაქვს - B1 ავტომატურად მოყვება?
დიახ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიკის B კატეგორია გაქვს (ანუ პრაქტიკული გამოცდები მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე ჩააბარე). B ავტომატიკის შემთხვევაში, B1 მას ავტომატურად არ მოჰყვება.
№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 3 „ბ“; მუხლი 6¹, ნაწილი 4
6.რამდენი წლით გაიცემა B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?
B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“
7.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო