მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

A კატეგორია მოტოციკლი

მინიმალური ასაკი
24 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი
წინაპირობა
არ აქვს

ტექნიკური შეზღუდვები

ძრავის მუშა მოცულობაშეუზღუდავი
სიმძლავრეშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფ.შეუზღუდავი
კონსტრუქციული სიჩქარე45 კმ/⁠სთ-ზე მეტი

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობაარ სჭირდება

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —B კატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე
  • —A2 ქვეკატეგორია გაქვს (თარიღის შეზღუდვის გარეშე)
  • —A1 ქვეკატეგორია გაქვს (თარიღის შეზღუდვის გარეშე)

თეორიული გამოცდა

A კატეგორია მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.

27 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

რვიანი
ზიგზაგი
საგაბარიტო წრეში მობრუნება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
A

კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:
ასევე შეგიძლია მართო
ტრიციკლი — მაქსიმალური სიმძლავრე 15 კვტ-⁠ზე მეტი

A კატეგორია — ვრცლად

რა არის A კატეგორია

A კატეგორია იძლევა ნებისმიერი ტიპის მოტოციკლის მართვის უფლებას. A1 და A2 ქვეკატეგორიისგან განსხვავებით, A კატეგორიას არავითარი ტექნიკური შეზღუდვა არ აქვს: არც ძრავის მუშა მოცულობა, არც სიმძლავრე და არც სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი. ანუ A კატეგორიით შეგიძლია მართო 1000 ან უფრო მეტი კუბატურის მქონე მოტოციკლი.

რა განსხვავებაა A1,A2,A კატეგორიებს შორის

სამივე კატეგორია მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა. განსხვავება ისაა, რამდენად ძლიერი მოტოციკლის მართვა შეგიძლია: A1 და A2 ქვეკატეგორიებს ტექნიკური ზღვარი აქვთ, ხოლო A კატეგორიას — არა.

A1A2A
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³არ არის განსაზღვრულიშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტმაქს. 35 კვტშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგმაქს. 0,2 კვტ/⁠კგშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი17 წელი18 წელი24 წელი
A1
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი17 წელი
A2
ძრავის მუშა მოცულობაარ არის განსაზღვრული
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 35 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,2 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი18 წელი
A
ძრავის მუშა მოცულობაშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრეშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი24 წელი

A1 ან A2 ქვეკატეგორიის შემთხვევაში, მოტოციკლი ქვეკატეგორიის ყველა ზღვარს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ერთ-ერთს მაინც აღემატება, მის სამართავად უფრო მაღალი კატეგორია დაგჭირდება.

A კატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

A კატეგორია გაიცემა 24 წლიდან. თუმცა თუ A2 ქვეკატეგორიას მინიმუმ 2 წელია ფლობ, A კატეგორიის აღება 21 წლიდან შეგიძლია.

წინაპირობა A კატეგორიას არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ სჭირდება.

A კატეგორიის თეორიის გამოცდა

A კატეგორიაზე ბარდება მხოლოდ თეორიისა და მოედნის გამოცდები — ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

A1,A2,A კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა და იგი მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 3 შეცდომის უფლება გაქვს. გამოცდის დრო 30 წუთია. A კატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თუ A1 ან A2 ქვეკატეგორია უკვე გაქვს, A კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება და პირდაპირ მოედნის გამოცდაზე გახვალ. იგივე ეხება B კატეგორიას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული; თუ B ამ თარიღის შემდეგ გაქვს აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარება მოგიწევს.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

A კატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება. ელემენტების შესრულების გარდა გამომცდელი ამოწმებს, თუ რამდენად კარგად იცი: ჩაფხუტის მორგება, მოტოციკლის დაქოქვა და ჩაქრობა, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრა, სწორ გზაზე გადაცემების გადართვა და საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობა.

მოედნის გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად. დროის ლიმიტი მოტოციკლის ელემენტებზე არ არსებობს.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

თუ ამ ვადაში მოედნის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის გამოცდის ჩაბარება.

A კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

A კატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის, A1 და A2 ქვეკატეგორიის ტრანსპორტი, აგრეთვე ნებისმიერი ტრიციკლი.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

A კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

რა მიიჩნევა „მოტოციკლად“

კანონის თანახმად, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლად მიიჩნევა, თუ აკმაყოფილებს ამ ორი პირობიდან სულ მცირე ერთ-ერთს:

  • ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ³-⁠ს
  • კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/⁠სთ-ს

საკმარისია ამ ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება, რომ ტრანსპორტი მოტოციკლად ჩაითვალოს.

რაც შეეხება გვერდით ეტლს — გვერდითი ეტლის მიმაგრება არაფერს ცვლის (ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიანად ითვლება). ტრანსპორტი ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, მისი სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის A კატეგორია?

A კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო ნებისმიერი ტიპის მოტოციკლი.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „ბ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ბ“

2.

შემიძლია 1000 კუბიანი მოტოციკლის მართვა A კატეგორიის მართვის მოწმობით?

დიახ, A კატეგორიით უფლება გაქვს მართო ნებისმიერი კუბატურის მქონე მოტოციკლი.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „ბ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ბ“

3.

კვადროციკლი შედის A კატეგორიაში?

კვადროციკლს სჭირდება B1 ქვეკატეგორია, თუმცა არსებობს გამონაკლისი — მსუბუქი კვადროციკლი (AM კატეგორია). ვინაიდან A კატეგორია მოიცავს AM კატეგორიას, მსუბუქი კვადროციკლი AM კატეგორიაში შედის, ამიტომ მისი მართვის უფლება ავტომატურად გექნება.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 27 და 47; მუხლი 54, ნაწილი 3 „გ“; მუხლი 56, ნაწილი 8⁴ | №598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 3 „ა“

4.

აუცილებელია რომ რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა A კატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. A კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 1 „ა“

5.

A კატეგორიით მოტოციკლის გარდა რისი მართვა შემიძლია?

A კატეგორიით უფლება გაქვს მართო: AM კატეგორიის, A1 ქვეკატეგორიის, A2 ქვეკატეგორიის ტრანსპორტი; და ასევე ნებისმიერი სიმძლავრის მქონე ტრიციკლი.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 8¹ და 8³ | №598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 3

6.

გვერდითი ეტლი A კატეგორიაზე რაიმეს ცვლის?

არა — ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიან მოტოციკლად ითვლება. ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 44 და 82

7.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ა“

8.

რამდენი წლით გაიცემა A კატეგორიის მართვის მოწმობა?

A კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

9.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

A კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

A კატეგორიაზე ბარდება მხოლოდ თეორიის და მოედნის გამოცდები. ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 1; მუხლი 36

2.

რამდენი ბილეთი შედის A კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 736 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 30 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ა“

3.

A1 ან A2 კატეგორია უკვე მაქვს — A კატეგორიაზე თეორიის ჩაბარება მომიწევს?

არა, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოგიწევს.

№598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 1 „ბ“

4.

B კატეგორია მაქვს — A კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება მომიწევს?

თუ B კატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული, A კატეგორიისთვის აბარებ მხოლოდ მოედნის გამოცდას; თუ ამ თარიღის შემდეგ გაქვს B აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარებაც მოგიწევს.

შსს მომსახურების სააგენტო

5.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

6.

რა ასაკიდან გაიცემა A კატეგორიის მართვის მოწმობა?

A კატეგორია გაიცემა 24 წლიდან; ან 21 წლიდან თუ მინიმუმ 2 წელია ფლობ A2 ქვეკატეგორიას.

№598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 2

7.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ გჭირდება.

შსს მომსახურების სააგენტო

8.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება სამი ელემენტისგან: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება.

№598 ბრძანება — მუხლი 36, ნაწილი 1 „ა“

9.

რომელი მოტოციკლით ბარდება მოედნის გამოცდა?

A კატეგორიის მოედნის გამოცდა ბარდება Kawasaki Z650 მოტოციკლით.

სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერი NAT180006353

10.

A კატეგორიის მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). აღსანიშნავია, რომ თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 36, ნაწილი 2

11.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

არა, მოტოციკლის მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესასრულებლად დროის ლიმიტი არ არსებობს.

შსს მომსახურების სააგენტო

12.

მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესრულების გარდა, კიდევ რას ამოწმებენ?

ჩაფხუტის მორგებას, მოტოციკლის დაქოქვასა და ჩაქრობას, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრას, სწორ გზაზე გადაცემების გადართვას, აგრეთვე საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობას.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 4

13.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).თუ თეორიას არ აბარებ (მაგალითად, A2 გაქვს და ახლა A-⁠ს იღებ), 30-⁠დღიანი ვადა და უფასო გასვლები არ მოქმედებს: მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო კი 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ა“, „ბ“ და „ძ“ | შსს მომსახურების სააგენტო