მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

D1E ქვეკატეგორია მიკროავტობუსი მძიმე მისაბმელით

მინიმალური ასაკი
21 წელი
რა ბარდება
მოედანი, ქალაქი
წინაპირობა

სატრანსპორტო საშუალება

დანიშნულებამგზავრთა გადაყვანა
დასასხდომი ადგილები8-⁠ზე მეტი, მაქს. 16(მძღოლის გარდა)
მაქს. სიგრძე8 მეტრი

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა5 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა

მისაბმელი

დასაშვებია 750 კგ-⁠ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელის გადაბმა სამი პირობით:

  1. მისაბმელი არ უნდა იყოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი
  2. მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას
  3. ავტომობილის და მისაბმელის ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 კგ-⁠ს

თუ რომელიმე პირობა ირღვევა, საჭიროა DE კატეგორია.

თეორიული გამოცდა

D1E ქვეკატეგორიაზე თეორია არ ბარდება, არამედ ბარდება მხოლოდ პრაქტიკა. თეორია ბარდება D1 ქვეკატეგორიაზე, რომელიც D1E ქვეკატეგორიის წინაპირობაა.

D1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა
32 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

უკუსვლით პარკირება
პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება
მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

მოედანი და ქალაქირუსთავი, ქუთაისი
  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
D1E

ქვეკატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:

D1E ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის D1E ქვეკატეგორია

D1E ქვეკატეგორია იძლევა D1 ქვეკატეგორიის ავტომობილზე 750 კგ-⁠ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელის გადაბმის უფლებას. აუცილებელია შესრულდეს სამი პირობა:

  • მისაბმელი არ უნდა იყოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი
  • მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას
  • ავტომობილის და მისაბმელის ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 კგ-⁠ს

თუ რომელიმე პირობა ირღვევა, საჭიროა DE კატეგორია.

D1E ქვეკატეგორია არ გჭირდება მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტომობილზე, თუ:

  • მისაბმელი გადაბმული არ არის.
  • გადაბმულია მაქსიმუმ 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი.

ამ ორ შემთხვევაში მხოლოდ D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გჭირდება.

D1E ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

D1E ქვეკატეგორია გაიცემა 21 წლიდან და მისი წინაპირობაა D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

D1E ქვეკატეგორიაზე ბარდება მოედნისა და ქალაქის გამოცდები. თეორია არ ბარდება.

მოედნისა და ქალაქის გამოცდები ბარდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე D1E ქვეკატეგორიის ავტომობილზე (კონკრეტულად ეს არის Ford Transit მისაბმელით MGSM Ersel).

D1E ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: უკუსვლით პარკირება, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება და მისაბმელის გადაბმა-ჩახსნა. თითოეულს თავისი დროის ლიმიტი აქვს — პირველ ორზე 7-7 წუთი, გადაბმა-ჩახსნაზე კი 10 წუთი.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — გარდა მისაბმელის გადაბმა-ჩახსნის ელემენტისა, სადაც დარღვევა მხოლოდ 10 ქულაა. ანუ სწორედ ამ ელემენტზე გაქვს შეცდომის უფლება, სხვაგან — არა.

მოედნის გამოცდაზე პირველი გასვლა 55 ლარი ღირს. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა ჩაჭრიდან 7 დღის შემდეგ შეგიძლია, 40 ლარად; თუ ლოდინი არ გინდა, 70 ლარად ყოველდღე გახვალ (დღეში ერთხელ).

ვინაიდან D1E-⁠ზე თეორია არ ბარდება, 30-⁠დღიანი ვადა, რომელიც D1 ქვეკატეგორიაზე თეორიის ჩაბარებიდან ითვლება, აქ არ მოქმედებს. სამაგიეროდ მოქმედებს ჯანმრთელობის ცნობის ვადა. ამიტომ გაითვალისწინე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ძალაშია მისი წარდგენიდან 400 კალენდარული დღის განმავლობაში.

D1E ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდა

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ დაუშვებ 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

ქალაქის გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშანი 150 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გეგმიური გასვლა ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ გეკუთვნის. არაგეგმიური ჯავშანი 310 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის გამოცდის დაჯავშნა ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან შეგიძლია.

ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან); და თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს მოედნის გამოცდის ჩაბარება.

D1E ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდაზე დამატებით ფასდება:

ეკონომიური მართვა და სხვადასხვა გარემოებაში სწორი გადაცემების შერჩევა საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.

D1E ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
მოედანი — პირველი გასვლა55 ლარი
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელ40 ლარი
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე70 ლარი
ქალაქი — გეგმიური ჯავშანი150 ლარი
ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი310 ლარი

სხვა:

მოძრაობის დროს მისაბმელში ადამიანის ყოფნა აკრძალულია — იქნება ეს მისაბმელ-აგარაკი, ტვირთის პლატფორმა თუ სხვა ტიპის მისაბმელი.

D1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო BE კატეგორიის ტრანსპორტი.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე. დამატებით მოქმედებს მისაბმელის საკუთარი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე და მასზე დამაგრებული საცნობი ნიშანი „სიჩქარის შეზღუდვა“ — მოძრაობა დასაშვებია ყველაზე დაბალი ზღვრით.

D1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის D1E კატეგორია?

D1E ქვეკატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-⁠ს აღემატება (მძღოლის გარდა), მაგრამ არ აღემატება 16-⁠ს. D1 ქვეკატეგორიისგან განსხვავებით, D1E ქვეკატეგორია უფლებას გაძლევს ავტომობილს გადააბა 750 კგ-⁠ზე მძიმე მისაბმელი სამი პირობით: 1. მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას. 2. შემადგენლობის (ავტომობილი+მისაბმელი) ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 კგ-⁠ს. 3. მისაბმელი არ უნდა იყოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ზ“

2.

როდის მჭირდება D1E კატეგორია?

როცა D1 ქვეკატეგორიის ავტომობილის მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ზე მეტია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ე“, „ზ“

3.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა D1E კატეგორია ავიღო?

დიახ, აუცილებელია გქონდეს D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა.

№598 ბრძანება — მუხლი 20, ნაწილი 1

4.

D1E ქვეკატეგორიით კიდევ რისი მართვა შემიძლია?

D1E ქვეკატეგორიის აღების შემთხვევაში ავტომატურად გადმოგეცემა BE კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 20, ნაწილი 4 „ბ“

5.

მისაბმელში მგზავრების ყოფნა შეიძლება?

არა. მისაბმელით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 46, ნაწილი 10 „ა“

6.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ე“

7.

რამდენი წლით გაიცემა D1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

D1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“

8.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

D1E ქვეკატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

მხოლოდ მოედანი და ქალაქი. თეორია არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 20, ნაწილი 2

2.

21 წლიდან შემიძლია ავიღო D1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, D1E ქვეკატეგორია სწორედ 21 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 20, ნაწილი 3

3.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

დიახ, D1E ქვეკატეგორიის გამოცდებზე გასასვლელად ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

შსს მომსახურების სააგენტო

4.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 3 ელემენტისგან: უკუსვლით პარკირება, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება და მისაბმელის გადაბმა/ჩახსნა.

№598 ბრძანება — მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“

5.

D1E ქვეკატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — გარდა მისაბმელის გადაბმა-ჩახსნის ელემენტისა, სადაც დარღვევა მხოლოდ 10 ქულაა. ანუ სწორედ ამ ელემენტის შესრულებისას გაქვს შეცდომის უფლება, სხვაგან — არა.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 38, ნაწილი 2

6.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

დიახ, ელემენტებზე დროის ლიმიტი ასე ნაწილდება: უკუსვლით პარკირება - მაქს. 7 წუთი პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება - მაქს. 7 წუთი მისაბმელის გადაბმა/ჩახსნა - მაქს. 10 წუთი

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 2¹ „გ“ და 2²

7.

ქალაქის გამოცდა როგორ ფასდება D1E ქვეკატეგორიაზე?

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა საერთოდ არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დაუშვებს 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. ქალაქის გამოცდის მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

№598 ბრძანება — მუხლი 38⁶, ნაწილი 1; მუხლი 38¹, ნაწილი 4

8.

ქალაქის გამოცდაზე დამატებით რა კრიტერიუმებს აფასებენ D1E ქვეკატეგორიაზე?

ეკონომიურ მართვას: აჩქარებისას, შენელებისას, აღმართზე/დაღმართზე მოძრაობისას გადაცემები ისე უნდა შეარჩიო, რომ საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი შემცირდეს.

№598 ბრძანება — მუხლი 38³ „ბ.კ“

9.

სად ბარდება D1E ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდები?

მომსახურების სააგენტოს ორ ფილიალში: რუსთავსა და ქუთაისში.

№598 ბრძანება — მუხლი 38¹, ნაწილი 5¹ „დ“ | შსს მომსახურების სააგენტო

10.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდაზე პირველი გასვლის საფასური 55 ლარია. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა შეგიძლია ჩაჭრიდან 7 დღის შემდეგ, 40 ლარად, ხოლო 70 ლარის გადახდის შემთხვევაში ყოველდღე (დღეში ერთხელ).D1E ქვეკატეგორიაზე თეორიის გამოცდა არ ბარდება, ამიტომ 30-⁠დღიანი ვადა, რომელიც D1 ქვეკატეგორიაზე თეორიის ჩაბარებიდან ითვლება, აქ არ მოქმედებს. გაითვალისწინე, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ძალაშია მისი წარდგენიდან 400 კალენდარული დღის განმავლობაში.

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ა“ და „ბ“, შენიშვნის 9¹ „ბ“ | შსს მომსახურების სააგენტო