მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
მაქსიმალური მასა3 500 კგ
მისაბმელი
BE კატეგორიის ფლობისას დასაშვებია ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელის გადაბმა — თავად კატეგორია მისაბმელის მასას ზედა ზღვარს არ უწესებს.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისაბმელი ნებისმიერ ავტომობილს გადაებმება. BE კატეგორიისთვის მისაბმელის მასის ზედა ზღვარი განისაზღვრება ავტომობილის ქარხანა-დამამზადებლის მიერ და მისი გადაჭარბება BE კატეგორიის მართვის მოწმობითაც დაუშვებელია.
ავტომატური გადაცემათა კოლოფი
თუ პრაქტიკული გამოცდა ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით ჩააბარე, მართვის მოწმობაზე შესაბამისი კოდი აისახება და მართვის უფლება იზღუდება:
- —მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია
- —მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვაც აკრძალულია
შეზღუდვის მოსახსნელად სამი გზაა: მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე BE-ზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება; C ან D კატეგორიის მოპოვება; C1 ან D1 ქვეკატეგორიის მოპოვება.
თეორიული გამოცდა
BE კატეგორიაზე თეორია არ ბარდება, არამედ ბარდება მხოლოდ პრაქტიკა. თეორია ბარდება B კატეგორიაზე, რომელიც BE კატეგორიის წინაპირობაა.
მოედნის გამოცდა
საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:
გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.
სად ბარდება გამოცდები
გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის BE კატეგორია?
BE კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელი გადააბა მსუბუქ ავტომობილს. თუმცა, ყველა ავტომობილს ნებისმიერი ტვირთის გაწევა არ შეუძლია. მისაბმელის მასის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს კონკრეტული ავტომობილის ავტომწარმოებელი და ამ ზღვარის გადაჭარბება BE კატეგორიის მართვის მოწმობითაც აკრძალულია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „ვ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ვ“
2.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა BE კატეგორია ავიღო?
დიახ, აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა გქონდეს.
№598 ბრძანება — მუხლი 9, ნაწილი 1
3.როდის მჭირდება BE კატეგორია?
მსუბუქ ავტომობილზე BE კატეგორია გჭირდება, თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს აღემატება და ასევე: • აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას ან • შემადგენლობის (ავტომობილი + მისაბმელი) ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „ვ“
4.როდის არ მჭირდება BE კატეგორია?
მსუბუქ ავტომობილზე BE კატეგორია არ გჭირდება თუ: მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას და შემადგენლობის ჯამური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „გ“
5.BE კატეგორიაზე ავტომობილს რაიმე შეზღუდვები აქვს?
BE არის იგივე B კატეგორია, თუმცა BE დამატებით უფლებას გაძლევს, რომ ავტომობილს ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელი გადააბა. B კატეგორია - ავტომობილი მაქს. 3 500 კგ მასით და მაქს. 8 დასასხდომი ადგილით (მძღოლის გარდა).
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „გ“, „ვ“
6.მისაბმელში მგზავრების ყოფნა შეიძლება?
მოძრაობის დროს მისაბმელში ადამიანთა ყოფნა აკრძალულია — იქნება ეს მისაბმელ-აგარაკი, ტვირთის პლატფორმა თუ სხვა ტიპის მისაბმელი.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 46, ნაწილი 10 „ა“
7.მაქვს B ავტომატიკა. შემიძლია BE მექანიკა ავიღო?
დიახ. მექანიკაზე BE-ს პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებით ავტომატიკის შეზღუდვა B კატეგორიაზეც მოგეხსნება, ე.ი. მექანიკის B-საც მოიპოვებ. მექანიკის B კი ავტომატურად იძლევა B1 ქვეკატეგორიას და 4 250 კგ-მდე თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორის მართვის უფლებას.
№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 6 „ბ“; მუხლი 6, ნაწილი 3
8.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
| თუ შემადგენლობის მართვას: | ||
|---|---|---|
| BE არ სჭირდება(ანუ B ჰყოფნის) | BE სჭირდება | |
| დასახლებული პუნქტი | 60 კმ/სთ | 60 კმ/სთ |
| დაუსახლებელი პუნქტი | 80 კმ/სთ | 70 კმ/სთ |
| ავტომაგისტრალი | 80 კმ/სთ | 70 კმ/სთ |
⚠️ ეს ზღვრები კატეგორიას ეხება. დამატებით მოქმედებს მისაბმელის საკუთარი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე და მასზე დამაგრებული საცნობი ნიშანი „სიჩქარის შეზღუდვა“ — მოძრაობა დასაშვებია ყველაზე დაბალი ზღვრით.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6, 7 „ბ“, „გ“, 9 და 10
9.რამდენი წლით გაიცემა BE კატეგორიის მართვის მოწმობა?
BE კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“
10.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო