მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

A1 ქვეკატეგორია მსუბუქი მოტოციკლი

მინიმალური ასაკი
17 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი
წინაპირობა
არ აქვს

ტექნიკური შეზღუდვები

ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³
სიმძლავრემაქს. 11 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფ.მაქს. 0,1 კვტ/⁠კგ
კონსტრუქციული სიჩქარე45 კმ/⁠სთ-ზე მეტი

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა მხოლოდ არასრულწლოვნე­ბისთვის

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —B კატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე

თეორიული გამოცდა

A1 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.

27 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

რვიანი
ზიგზაგი
საგაბარიტო წრეში მობრუნება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
A1

ქვეკატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:
ასევე შეგიძლია მართო
ტრიციკლი — სიმძლავრე მაქს. 15 კვტ

A1 ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის A1 ქვეკატეგორია

A1 ქვეკატეგორია იძლევა მსუბუქი მოტოციკლის მართვის უფლებას. მოტოციკლი ერთდროულად სამივე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: ძრავის მუშა მოცულობა მაქსიმუმ 125 სმ³, სიმძლავრე მაქსიმუმ 11 კვტ და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი მაქსიმუმ 0,1 კვტ/⁠კგ (ანუ სიმძლავრე გაყოფილი მოტოციკლის მასაზე). ერთის დარღვევაც საკმარისია, რომ მოტოციკლი A1 აღარ იყოს და მის სამართავად A2 ან A კატეგორია დაგჭირდეს.

რა განსხვავებაა A1,A2,A კატეგორიებს შორის

სამივე კატეგორია მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა. განსხვავება ისაა, რამდენად ძლიერი მოტოციკლის მართვა შეგიძლია: A1 და A2 ქვეკატეგორიებს ტექნიკური ზღვარი აქვთ, ხოლო A კატეგორიას — არა.

A1A2A
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³არ არის განსაზღვრულიშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტმაქს. 35 კვტშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგმაქს. 0,2 კვტ/⁠კგშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი17 წელი18 წელი24 წელი
A1
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი17 წელი
A2
ძრავის მუშა მოცულობაარ არის განსაზღვრული
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 35 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,2 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი18 წელი
A
ძრავის მუშა მოცულობაშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრეშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი24 წელი

A1 ან A2 ქვეკატეგორიის შემთხვევაში, მოტოციკლი ქვეკატეგორიის ყველა ზღვარს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ერთ-ერთს მაინც აღემატება, მის სამართავად უფრო მაღალი კატეგორია დაგჭირდება.

A1 ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

A1 ქვეკატეგორია გაიცემა 17 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) მხოლოდ არასრულწლოვნებს მოეთხოვებათ; სრულწლოვნებს იგი არ მოეთხოვებათ.

A1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა

A1-⁠ზე ბარდება მხოლოდ თეორიისა და მოედნის გამოცდები — ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

A1,A2,A კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა და იგი მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ დასაშვებია მხოლოდ 3 შეცდომა. გამოცდის დრო 30 წუთია. A1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თუ B კატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული, თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება და პირდაპირ მოედნის გამოცდაზე გახვალ. თუ B ამ თარიღის შემდეგ გაქვს აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარება მოგიწევს.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

A1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება. ელემენტების შესრულების გარდა გამომცდელი ამოწმებს, თუ რამდენად იცი: ჩაფხუტის მორგება, მოტოციკლის დაქოქვა და ჩაქრობა, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრა, სწორ გზაზე გადაცემების გადართვა და საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობა.

მოედნის გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად. დროის ლიმიტი მოტოციკლის ელემენტებზე არ არსებობს.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

თუ ამ ვადაში მოედნის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის გამოცდის ჩაბარება.

A1 ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი

თუ 18 წელს არ ხარ მიღწეული და მართვის მოწმობა არ გაქვს, თეორიაზე პირველი გასვლა 15 ლარია.

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

A1-⁠ის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის ტრანსპორტი (მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი), აგრეთვე ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 15 კვტ-⁠ს არ აღემატება.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

რა მიიჩნევა „მოტოციკლად“

კანონის თანახმად, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლად მიიჩნევა, თუ აკმაყოფილებს ამ ორი პირობიდან სულ მცირე ერთ-ერთს:

  • ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ³-⁠ს
  • კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/⁠სთ-ს

საკმარისია ამ ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება, რომ ტრანსპორტი მოტოციკლად ჩაითვალოს.

რაც შეეხება გვერდით ეტლს — გვერდითი ეტლის მიმაგრება არაფერს ცვლის (ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიანად ითვლება). ტრანსპორტი ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, მისი სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის A1 კატეგორია?

A1 კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც მოიცავს მსუბუქ მოტოციკლს, რომელიც სამივე პირობას აკმაყოფილებს: ძრავის მუშა მოცულობა მაქს. 125 სმ³, სიმძლავრე მაქს. 11 კვტ, სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი მაქს. 0,1 კვტ/⁠კგ. ერთის დარღვევაც საკმარისია, რომ მოტოციკლი A1 აღარ იყოს და მის სამართავად A2 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა დაგჭირდეს.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 3 „ა“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ა“

2.

A1 კატეგორიაზე რას ნიშნავს 0,1 კვტ/⁠კგ?

„კვტ/⁠კგ“ — სიმძლავრე გაყოფილი მოტოციკლის მასაზე.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 19; მუხლი 54, ნაწილი 3 „ა“

3.

აუცილებელია რომ რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა A1 კატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. A1 კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 15, ნაწილი 1 და 2

4.

B კატეგორია მაქვს — A1 კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება მომიწევს?

თუ B კატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული, A1 კატეგორიისთვის აბარებ მხოლოდ მოედნის გამოცდას; თუ ამ თარიღის შემდეგ გაქვს B აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარებაც მოგიწევს.

შსს მომსახურების სააგენტო

5.

125 კუბიანი მოტოციკლი A1 კატეგორიაში შედის?

მოცულობით — დიახ, მაგრამ ასევე აუცილებელია სიმძლავრე და „კვტ/⁠კგ“ შემოწმდეს. სიმძლავრე მაქს. 11 კვტ, ხოლო „კვტ/⁠კგ“ მაქს. 0,1 უნდა იყოს.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 3 „ა“

6.

A1 კატეგორიით მოტოციკლის გარდა რისი მართვა შემიძლია?

AM კატეგორიის ტრანსპორტის და ასევე ტრიციკლის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 15 კვტ-⁠ს არ აღემატება.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 8² | №598 ბრძანება — მუხლი 15, ნაწილი 3

7.

შემიძლია 400 კუბიანი მოტოციკლი A1 კატეგორიით ვმართო?

არა, A1 კატეგორია მხოლოდ 125 კუბამდე მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 3 „ა“

8.

გვერდითი ეტლი A1 კატეგორიაზე რაიმეს ცვლის?

არა — ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიან მოტოციკლად ითვლება. ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 44 და 82

9.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ა“

10.

რამდენი წლით გაიცემა A1 კატეგორიის მართვის მოწმობა?

A1 კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

11.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

A1 კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

A1 კატეგორიაზე ბარდება მხოლოდ თეორიის და მოედნის გამოცდები. ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 15, ნაწილი 1; მუხლი 36

2.

რამდენი ბილეთი შედის A1 კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 736 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 30 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ა“

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

17 წლიდან შემიძლია ავიღო A1 კატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, A1 კატეგორია სწორედ 17 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 15, ნაწილი 2

5.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სჭირდება მხოლოდ არასრულწლოვანს. სრულწლოვანს ეს ცნობა არ მოეთხოვება.

შსს მომსახურების სააგენტო

6.

არასრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

17 წლის კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) და ავტოსკოლის მიერ გაცემული საბუთი. ამასთან, გამოცდაზე უნდა გამოცხადდე მშობელთან ერთად ან წარადგინო მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 57 | შსს მომსახურების სააგენტო

7.

სრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

სრულწლოვან კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა).

შსს მომსახურების სააგენტო

8.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება სამი ელემენტისგან: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება.

№598 ბრძანება — მუხლი 36, ნაწილი 1 „ა“

9.

რომელი მოტოციკლით ბარდება მოედნის გამოცდა?

A1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა ბარდება Kawasaki Z125 მოტოციკლით.

სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერი NAT210004664

10.

A1 კატეგორიის მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). აღსანიშნავია, რომ თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 36, ნაწილი 2

11.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

არა, მოტოციკლის მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესასრულებლად დროის ლიმიტი არ არსებობს.

შსს მომსახურების სააგენტო

12.

მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესრულების გარდა, კიდევ რას ამოწმებენ?

ჩაფხუტის მორგებას, მოტოციკლის დაქოქვასა და ჩაქრობას, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრას, სწორ გზაზე გადაცემების გადართვას, აგრეთვე საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობას.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 4

13.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).თუ თეორიას არ აბარებ (მაგალითად, B კატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული), 30-⁠დღიანი ვადა და უფასო გასვლები არ მოქმედებს: მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო კი 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ა“, „ბ“ და „ძ“ | შსს მომსახურების სააგენტო