მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

B კატეგორია მსუბუქი ავტომობილი

მინიმალური ასაკი
17 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი, ქალაქი
წინაპირობა
არ აქვს

სატრანსპორტო საშუალება

დასასხდომი ადგილებიმაქს. 8(მძღოლის გარდა)
ნებადართული
მაქსიმალური მასა
3 500 კგ
მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა მხოლოდ არასრულწლოვნე­ბისთვის

მისაბმელი

არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში. თუ 750 კგ-⁠ზე მეტია, მაშინ ორი პირობა უნდა შესრულდეს:

  1. მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას
  2. ავტომობილის და მისაბმელის ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 3 500 კგ-⁠ს

თუ რომელიმე პირობა ირღვევა, საჭიროა BE კატეგორია.

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —B1 ქვეკატეგორია გაქვს (თარიღის შეზღუდვის გარეშე)
  • —A კატეგორია ან A1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე
  • —C კატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე

თეორიული გამოცდა

B კატეგორია მოიცავს ჯამში 898 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 25 სწორი პასუხი, ანუ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.

25 სწორი პასუხი5 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

პარალელური პარკირება
ზიგზაგი
მობრუნება
უკუსვლით პარკირება
რვიანი
აღმართი

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • ახალქალაქში ბარდება მხოლოდ მოედნის გამოცდა.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
B

კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:
მექანიკის შემთხვევაში, ასევე შეგიძლია მართო:
თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი — მაქს. 4 250 კგ (მხოლოდ საქართველოში)
იგივე ტრაქტორი მისაბმელით — შემადგენლობის ჯამური მასა მაქს. 4 250 კგ (მხოლოდ საქართველოში)

B კატეგორია — ვრცლად

რა არის B კატეგორია

B კატეგორია იძლევა მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლებას. მსუბუქი ავტომობილი — ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-⁠ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა არ აღემატება 8-⁠ს (მძღოლის ადგილის გარდა).

ავტომატიკა vs მექანიკა

B კატეგორიის მართვის მოწმობა ორგვარია. მექანიკაზე ჩაბარებით უფლება გაქვს მართო ნებისმიერი გადაცემათა კოლოფის მქონე მსუბუქი ავტომობილი. ავტომატიკაზე ჩაბარებით კი მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი (ავტომატიკა, ტიპტრონიკი, ვარიატორი და სხვა).

ავტომატიკის მართვის მოწმობით მექანიკის მართვა აკრძალულია და 200 ლარიანი ჯარიმით ისჯება. მექანიკის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გზაა:

  • B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება მექანიკაზე
  • BE კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება მექანიკაზე
  • C, C1, D ან D1 კატეგორიის აღება

B1 ქვეკატეგორიის ცალკე აღება მექანიკის უფლებას არ გაძლევს — მართვის მოწმობაში B1 დაგეწერება, მაგრამ განსხვავებული კოდით.

ასევე გაითვალისწინე: თუ მოედანს მექანიკაზე ჩააბარებ, ხოლო ქალაქს — ავტომატიკაზე, გადმოგეცემა ავტომატიკის მართვის მოწმობა. მექანიკის მოწმობას მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპს მექანიკაზე ჩააბარებ.

მისაბმელი და როდის გჭირდება BE

არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მისაბმელი B კატეგორიით ნებისმიერ შემთხვევაში დასაშვებია. თუ მისაბმელი 750 კგ-⁠ზე მძიმეა, ორი პირობა უნდა სრულდებოდეს, რათა ამ შემადგენლობის მართვა B კატეგორით შეძლო:

  • მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას
  • ავტომობილისა და მისაბმელის ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 3 500 კგ-⁠ს

თუ რომელიმე პირობა ირღვევა, საჭიროა BE კატეგორია.

პირველ პირობაში ავტომობილის დაუტვირთავი მასაა, მეორეში კი ნებადართული მაქსიმალური მასა — ეს ორი სხვადასხვა რიცხვია.

B კატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

B კატეგორია გაიცემა 17 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) მოეთხოვებათ მხოლოდ არასრულწლოვნებს; სრულწლოვნებს იგი არ მოეთხოვებათ.

B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად უნდა ჩააბარო თეორიის, მოედნისა და ქალაქის გამოცდა.

B კატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს ჯამში 898 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 25-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 30 წუთია. B კატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თუ B1 ქვეკატეგორია უკვე გაქვს, B კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება და პირდაპირ პრაქტიკულ გამოცდებზე გახვალ.

იგივე ეხება A1 ან A კატეგორიას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული; ასევე C კატეგორიასაც, თუ იგი 2012 წლის 1 აგვისტომდე გაქვს აღებული.

თუ A1, A ან C კატეგორია ზემოთ მოცემული თარიღების შემდეგ გაქვს აღებული, მაშინ B კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება მოგიწევს.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

B კატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა ექვსი ელემენტისგან შედგება: პარალელური პარკირება, ზიგზაგი, მობრუნება, უკუსვლით პარკირება, რვიანი და აღმართი. თითოეული ელემენტის შესასრულებლად მაქსიმუმ 2 წუთი გაქვს — ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში ჩაიჭრები.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). დარღვევები ფასდება 5, 10, 15 ან 20 ქულით.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). პირველი გასვლა უფასოა; ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

B კატეგორიის ქალაქის გამოცდა

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ დაუშვებ 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 25 წუთია.

ქალაქის გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშანი 90 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გეგმიური გასვლა ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ გეკუთვნის. არაგეგმიური ჯავშანი 250 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის გამოცდის დაჯავშნა ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან შეგიძლია.

ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან); და თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის და მოედნის გამოცდების ჩაბარება.

B კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი
ქალაქი — გეგმიური ჯავშანი90 ლარი
ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი250 ლარი

თუ 18 წელს არ ხარ მიღწეული და მართვის მოწმობა არ გაქვს, თეორიაზე პირველი გასვლა 15 ლარია. თუ თეორიასა და მოედანს პირველივე ცდაზე ჩააბარებ, ქალაქზე პირველი გეგმიური გასვლაც უფასოა.

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

B კატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის ტრანსპორტი.

მექანიკის შემთხვევაში დამატებით — B1 ქვეკატეგორიის ტრანსპორტი.

მექანიკის შემთხვევაში B კატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია (მხოლოდ საქართველოში) მართო მაქსიმუმ 4 250 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი. ასევე ტრაქტორზე მისაბმელის გადაბმის უფლებაც გაქვს თუ ტრაქტორის და მისაბმელის ჯამური ნებართ. მაქს. მასა მაქსიმუმ 4 250 კგ არის.

ხშირად აინტერესებთ: Ford Transit-⁠ისა და Mercedes Sprinter-⁠ის უმეტესობა B კატეგორიას ეკუთვნის — ისინი 3 500 კგ-⁠ს არ სცდებიან და მაქსიმუმ 8 ადგილი აქვთ (მძღოლის გარდა). თუ მასა 3 500 კგ-⁠ს აღემატება, საჭიროა C1 ან C კატეგორია; თუ ადგილები 8-⁠ზე მეტია — D1 ან D.

B კატეგორიის ავტომობილისთვის გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 90 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 110 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

B კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის B კატეგორია?

B კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც მოიცავს მსუბუქ ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-⁠ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის გარდა, არ აღემატება 8-⁠ს.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „გ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „გ“

2.

აუცილებელია რომ რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა B კატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. B კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 1 „ა“

3.

B კატეგორიით მსუბუქი ავტომობილის გარდა რისი მართვა შემიძლია?

ავტომატიკის შემთხვევაში - AM კატეგორია; მექანიკის შემთხვევაში - AM კატეგორია, B1 ქვეკატეგორია და თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი ნებადართული მაქსიმალური მასით 4 250 კგ-⁠მდე (მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე).

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 3; მუხლი 6¹, ნაწილი 4

4.

რა განსხვავებაა ავტომატიკის და მექანიკის მართვის მოწმობებს შორის?

B მექანიკის შემთხვევაში უფლება გაქვს მართო ნებისმიერი გადაცემათა კოლოფის მქონე მსუბუქი ავტომობილი. B ავტომატიკის შემთხვევაში უფლება გაქვს მართო მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი (ავტომატიკა, ტიპტრონიკი, ვარიატორი და ა.შ.)

№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 3

5.

მაქვს B ავტომატიკა - მექანიკაზე როგორ გადავიდე?

ავტომატიკის მართვის მოწმობით მექანიკის მართვა აკრძალულია. მექანიკის მართვის უფლების მოსაპოვებლად არის რამდენიმე გზა: მექანიკაზე B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება; მექანიკაზე BE კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება; ამ კატეგორიების აღება: C, C1, D, D1.

№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 3 და 6

6.

მაქვს B ავტომატიკა და მინდა, რომ B1 ქვეკატეგორია ცალკე ავიღო, ასე შევძლებ მექანიკის ტარებას?

არა. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის სამართავად აუცილებელია გქონდეს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილზე ჩაბარებული მოედნისა და ქალაქის გამოცდები. B1 ქვეკატეგორიის (კვადროციკლი) ცალკე აღებით მართვის მოწმობის დოკუმენტში დამატებით კი ჩაგეწერება B1, მაგრამ მას განსხვავებული კოდი ექნება (მართვის მოწმობის კატეგორიებს უნიკალური კოდები აქვთ).

№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 6

7.

რამდენი ლარით დავჯარიმდები თუ ავტომატიკის მართვის მოწმობით ვმართავ მექანიკას?

200 ლარით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი — მუხლი 119, ნაწილი 6

8.

შემიძლია Ford Transit ან Mercedes Sprinter ვმართო B კატეგორიის მართვის მოწმობით?

დამოკიდებულია ავტომობილის ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე და ადგილების რაოდენობაზე. Transit/Sprinter-⁠ის უმეტესობა 3 500 კგ-⁠ს არ სცდება და მაქს. 8 ადგილი აქვთ (მძღოლის გარდა) — აქედან გამომდინარე ისინი B კატეგორიას ეკუთვნიან. თუ 3,5 ტ-ზე მეტი მასა აქვს → C1 ან C. თუ ადგილების რაოდენობა 8-⁠ზე მეტია → D1 ან D.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „გ“, „დ“, „ე“ | №598 ბრძანება — მუხლი 4

9.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 90 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 110 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7

10.

რამდენი წლით გაიცემა B კატეგორიის მართვის მოწმობა?

B კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

11.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

B კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

B კატეგორიაზე ბარდება თეორიის, მოედნისა და ქალაქის გამოცდები.

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 1 „ა“; მუხლი 37; მუხლი 38¹

2.

რამდენი ბილეთი შედის B კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 898 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 25-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 5 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 30 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ბ“

3.

B1 უკვე მაქვს, B კატეგორიისთვის თეორიის ახლიდან ჩაბარება მიწევს?

თუ B1 კატეგორიას უკვე ფლობ, B კატეგორიის ასაღებად ჩააბარებ მხოლოდ მოედნისა და ქალაქის გამოცდებს.

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 1 „ბ“

4.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

5.

17 წლიდან შემიძლია ავიღო B კატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, B კატეგორია სწორედ 17 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 6, ნაწილი 2

6.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) მოეთხოვებათ მხოლოდ არასრულწლოვნებს. სრულწლოვანებს ეს ცნობა არ მოეთხოვებათ.

შსს მომსახურების სააგენტო

7.

არასრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

17 წლის კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) და ავტოსკოლის მიერ გაცემული საბუთი. ამასთან, გამოცდაზე უნდა გამოცხადდე მშობელთან ერთად ან წარადგინო მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 57 | შსს მომსახურების სააგენტო

8.

სრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

სრულწლოვან კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა).

შსს მომსახურების სააგენტო

9.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 6 ელემენტისგან: პარალელური პარკირება, ზიგზაგი, მობრუნება, უკუსვლით პარკირება, რვიანი და აღმართი.

№598 ბრძანება — მუხლი 37, ნაწილი 1 „ა“

10.

B კატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). დარღვევები ფასდება 5, 10, 15 ან 20 ქულით. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დააგროვებს 61 ქულაზე ნაკლებს.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 37, ნაწილი 2

11.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

დიახ — მაქსიმუმ 2 წუთი თითოეული ელემენტის შესასრულებლად. 2 წუთიანი ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 2¹ „ა“; მუხლი 39, ნაწილი 2 „ე¹“

12.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ძ“

13.

ქალაქის გამოცდა როგორ ფასდება B კატეგორიაზე?

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა საერთოდ არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დაუშვებს 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. ქალაქის გამოცდის მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 25 წუთია.

№598 ბრძანება — მუხლი 38⁶, ნაწილი 1; მუხლი 38¹, ნაწილი 4

14.

მოედანი მექანიკაზე ჩავაბარე - ქალაქის გამოცდა შეიძლება ავტომატიკაზე ჩავაბარო?

კი, შეგიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომატიკის მართვის მოწმობა გადმოგეცემა. მექანიკის მართვის მოწმობას მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, თუ პრაქტიკული გამოცდების ორივე ეტაპს მექანიკაზე ჩააბარებ.

№598 ბრძანება — მუხლი 6¹ | შსს მომსახურების სააგენტო

15.

საფასური და ვადები - B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდებისთვის რა არის?

მოედნის გამოცდა — პირველი გასვლა უფასოა. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ უფასოდ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში — ყოველდღე (დღეში ერთხელ). ქალაქის გამოცდა — ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშნის ფასი 90 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გასვლა გეკუთვნის ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ. არაგეგმიური ჯავშანი 250 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ქალაქის გამოცდის დაჯავშნა (გადახდა) შეგიძლია ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან.

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 2, 2¹, 3 და 8 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ბ⁶“, „ძ“ | შსს მომსახურების სააგენტო