მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

A2 ქვეკატეგორია მოტოციკლი

მინიმალური ასაკი
18 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი
წინაპირობა
არ აქვს

ტექნიკური შეზღუდვები

ძრავის მუშა მოცულობაარ არის განსაზღვრული
სიმძლავრემაქს. 35 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფ.მაქს. 0,2 კვტ/⁠კგ
კონსტრუქციული სიჩქარე45 კმ/⁠სთ-ზე მეტი

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობაარ სჭირდება

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —A1 ქვეკატეგორია გაქვს (თარიღის შეზღუდვის გარეშე)
  • —B კატეგორია მიღებული გაქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე

თეორიული გამოცდა

A2 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 30 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 30 წუთი გაქვს.

27 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

რვიანი
ზიგზაგი
საგაბარიტო წრეში მობრუნება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
A2

ქვეკატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:
ასევე შეგიძლია მართო
ტრიციკლი — სიმძლავრე მაქს. 15 კვტ

A2 ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის A2 ქვეკატეგორია

A2 ქვეკატეგორია იძლევა შეზღუდული სიმძლავრის მოტოციკლის მართვის უფლებას. მოტოციკლი ერთდროულად ორივე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: სიმძლავრე მაქსიმუმ 35 კვტ და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი მაქსიმუმ 0,2 კვტ/⁠კგ (ანუ სიმძლავრე გაყოფილი მოტოციკლის მასაზე). ერთის დარღვევაც საკმარისია, რომ მოტოციკლი A2 აღარ იყოს და მის სამართავად A კატეგორია დაგჭირდეს.

A2-⁠ზე ძრავის მუშა მოცულობა განსაზღვრული არ არის — კუბატურა თავისთავად არაფერს წყვეტს. ამიტომ კითხვას, შედის თუ არა 400 კუბიანი მოტოციკლი A2-⁠ში, ცალსახა პასუხი არ აქვს: ყველაფერი კონკრეტული მოტოციკლის სიმძლავრესა და წონაზეა დამოკიდებული. მაგალითად, Kawasaki Ninja 400-⁠ის ევროპული ვერსია A2-⁠ში თავსდება — 33,4 კვტ, 168 კგ და 0,199 კვტ/⁠კგ. ხოლო იგივე მოტოციკლის იაპონური ვერსია (35 კვტ, 167 კგ, 0,210 კვტ/⁠კგ) A2-⁠ში არ თავსდება, მისთვის A კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო.

რა განსხვავებაა A1,A2,A კატეგორიებს შორის

სამივე კატეგორია მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა. განსხვავება ისაა, რამდენად ძლიერი მოტოციკლის მართვა შეგიძლია: A1 და A2 ქვეკატეგორიებს ტექნიკური ზღვარი აქვთ, ხოლო A კატეგორიას — არა.

A1A2A
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³არ არის განსაზღვრულიშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტმაქს. 35 კვტშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგმაქს. 0,2 კვტ/⁠კგშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი17 წელი18 წელი24 წელი
A1
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 125 სმ³
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 11 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,1 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი17 წელი
A2
ძრავის მუშა მოცულობაარ არის განსაზღვრული
მაქსიმალური სიმძლავრემაქს. 35 კვტ
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიმაქს. 0,2 კვტ/⁠კგ
მინიმალური ასაკი18 წელი
A
ძრავის მუშა მოცულობაშეუზღუდავი
მაქსიმალური სიმძლავრეშეუზღუდავი
სიმძლავრის/წონის კოეფიციენტიშეუზღუდავი
მინიმალური ასაკი24 წელი

A1 ან A2 ქვეკატეგორიის შემთხვევაში, მოტოციკლი ქვეკატეგორიის ყველა ზღვარს ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ერთ-ერთს მაინც აღემატება, მის სამართავად უფრო მაღალი კატეგორია დაგჭირდება.

A2 ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

A2 ქვეკატეგორია გაიცემა 18 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ სჭირდება.

A2 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა

A2-⁠ზე ბარდება მხოლოდ თეორიისა და მოედნის გამოცდები — ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

A1,A2,A კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა და იგი მოიცავს ჯამში 736 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 3 შეცდომის უფლება გაქვს. გამოცდის დრო 30 წუთია. A2 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თუ A1 ქვეკატეგორია უკვე გაქვს, A2-⁠ის ასაღებად თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება და პირდაპირ მოედნის გამოცდაზე გახვალ. იგივე ეხება B კატეგორიას, თუ იგი 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული; თუ B ამ თარიღის შემდეგ გაქვს აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარება მოგიწევს.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

A2 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება. ელემენტების შესრულების გარდა გამომცდელი ამოწმებს, თუ რამდენად იცი: ჩაფხუტის მორგება, მოტოციკლის დაქოქვა და ჩაქრობა, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრა, სწორ გზაზე გადაცემების გადართვა და საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობა.

მოედნის გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად. დროის ლიმიტი მოტოციკლის ელემენტებზე არ არსებობს.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

თუ ამ ვადაში მოედნის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის გამოცდის ჩაბარება.

A2-⁠დან A კატეგორიაზე გადასვლა

თუ A2 ქვეკატეგორია მინიმუმ 2 წელია რაც გაქვს, A კატეგორიის აღება შეგიძლია 21 წლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში A კატეგორია 24 წლიდან გაიცემა.

ასევე: თუ A2 ქვეკატეგორია გაქვს, A კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება აღარ დაგჭირდება — მხოლოდ პრაქტიკული გამოცდა.

A2 ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

A2 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის და A1 ქვეკატეგორიის ტრანსპორტი, აგრეთვე ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 15 კვტ-⁠ს არ აღემატება.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

A2 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

რა მიიჩნევა „მოტოციკლად“

კანონის თანახმად, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლად მიიჩნევა, თუ აკმაყოფილებს ამ ორი პირობიდან სულ მცირე ერთ-ერთს:

  • ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ³-⁠ს
  • კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/⁠სთ-ს

საკმარისია ამ ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება, რომ ტრანსპორტი მოტოციკლად ჩაითვალოს.

რაც შეეხება გვერდით ეტლს — გვერდითი ეტლის მიმაგრება არაფერს ცვლის (ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიანად ითვლება). ტრანსპორტი ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, მისი სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის A2 კატეგორია?

A2 კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომელიც ორივე პირობას აკმაყოფილებს: სიმძლავრე მაქს. 35 კვტ, სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი მაქს. 0,2 კვტ/⁠კგ. ერთის დარღვევაც საკმარისია, რომ მოტოციკლი A2 აღარ იყოს და მის სამართავად A კატეგორიის მართვის მოწმობა დაგჭირდეს. აღსანიშნავია, რომ A2 კატეგორიაზე მოტოციკლის ძრავის კუბატურა განსაზღვრული არ არის.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 3 „ბ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ბ“

2.

A2 კატეგორიაზე რას ნიშნავს 0,2 კვტ/⁠კგ?

„კვტ/⁠კგ“ — სიმძლავრე გაყოფილი მოტოციკლის მასაზე.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 19; მუხლი 54, ნაწილი 3 „ბ“

3.

აუცილებელია რომ რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა A2 კატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. A2 კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 15¹, ნაწილი 1 და 2

4.

შემიძლია 400 კუბიანი მოტოციკლი A2 კატეგორიით ვმართო?

ვინაიდან A2 კატეგორიაზე ძრავის კუბატურა განსაზღვრული არ არის, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. მართავ თუ არა კონკრეტულ მოტოციკლს A2 კატეგორიით, ეს დამოკიდებულია მოტოციკლის სიმძლავრესა და წონაზე.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 3 „ბ“

5.

შემიძლია Kawasaki Ninja 400 ვმართო A2 კატეგორიის მართვის მოწმობით?

დიახ, A2 საკმარისია — მაგრამ მხოლოდ ევროპული ვერსიისთვის. Kawasaki-⁠მ ევროპული 33,4 კვტ სწორედ ევროპული ბაზრისთვის შექმნა — სიმძლავრე ≤ 35 კვტ, წონა — 168 კგ და კვტ/⁠კგ ≤ 0,2 (0,199 კვტ/⁠კგ).

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 19; მუხლი 54, ნაწილი 3 „ბ“

6.

A2 კატეგორიით მოტოციკლის გარდა რისი მართვა შემიძლია?

AM და A1 კატეგორიის ტრანსპორტის და ასევე ტრიციკლის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 15 კვტ-⁠ს არ აღემატება.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 8³ | №598 ბრძანება — მუხლი 15¹, ნაწილი 3

7.

გვერდითი ეტლი A2 კატეგორიაზე რაიმეს ცვლის?

არა — ეტლიანი მოტოციკლი კანონით მაინც ორთვლიან მოტოციკლად ითვლება. ტრიციკლად რომ ჩაითვალოს, სამივე თვალი სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 44 და 82

8.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ა“

9.

A2 კატეგორიიდან A კატეგორიაზე გადასვლა როდის შემიძლია?

21 წლიდან, თუ A2 კატეგორია მინიმუმ 2 წელია რაც გაქვს. სხვა შემთხვევაში — 24 წლიდან.

№598 ბრძანება — მუხლი 5, ნაწილი 2

10.

რამდენი წლით გაიცემა A2 კატეგორიის მართვის მოწმობა?

A2 კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

11.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

A2 კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

A2 კატეგორიაზე ბარდება მხოლოდ თეორიის და მოედნის გამოცდები. ქალაქის გამოცდა არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 15¹, ნაწილი 1; მუხლი 36

2.

რამდენი ბილეთი შედის A2 კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 736 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 27-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 30 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ა“

3.

A1 უკვე მაქვს, A2 კატეგორიისთვის თეორიის ახლიდან ჩაბარება მიწევს?

თუ A1 კატეგორიას უკვე ფლობ, A2 კატეგორიის ასაღებად ჩააბარებ მხოლოდ მოედნის გამოცდას.

№598 ბრძანება — მუხლი 15¹, ნაწილი 1 „ბ“

4.

B კატეგორია მაქვს — A2 კატეგორიის ასაღებად თეორიის ჩაბარება მომიწევს?

თუ B კატეგორია 2014 წლის 15 დეკემბრამდე გაქვს აღებული, A2 კატეგორიისთვის აბარებ მხოლოდ მოედნის გამოცდას; თუ ამ თარიღის შემდეგ გაქვს B აღებული, მაშინ თეორიის ჩაბარებაც მოგიწევს.

შსს მომსახურების სააგენტო

5.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

6.

18 წლიდან შემიძლია ავიღო A2 კატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, A2 კატეგორია სწორედ 18 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 15¹, ნაწილი 2

7.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ გჭირდება.

შსს მომსახურების სააგენტო

8.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება სამი ელემენტისგან: რვიანი, ზიგზაგი და საგაბარიტო წრეში მობრუნება.

№598 ბრძანება — მუხლი 36, ნაწილი 1 „ა“

9.

რომელი მოტოციკლით ბარდება მოედნის გამოცდა?

A2 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა ბარდება Kawasaki Z650 (35კვტ) მოტოციკლით.

სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერი NAT210004664

10.

A2 კატეგორიის მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). აღსანიშნავია, რომ თითოეული დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 36, ნაწილი 2

11.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

არა, მოტოციკლის მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესასრულებლად დროის ლიმიტი არ არსებობს.

შსს მომსახურების სააგენტო

12.

მოედნის გამოცდაზე ელემენტების შესრულების გარდა, კიდევ რას ამოწმებენ?

ჩაფხუტის მორგებას, მოტოციკლის დაქოქვასა და ჩაქრობას, ძრავის დახმარების გარეშე დაძვრას, სწორ გზაზე გადაცემების გადართვას, აგრეთვე საფეხურიდან ფეხის აუღებლად მინიმალური სიჩქარით მოძრაობას.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 4

13.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).თუ თეორიას არ აბარებ (მაგალითად, A1 გაქვს და ახლა A2-⁠ს იღებ), 30-⁠დღიანი ვადა და უფასო გასვლები არ მოქმედებს: მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო კი 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ა“, „ბ“ და „ძ“ | შსს მომსახურების სააგენტო