მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

B+C1 Mil სამხედრო კატეგორია

მინიმალური ასაკი
18 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი, ქალაქი
წინაპირობა
სამხედრო სამსახური

გამოცდების სტრუქტურა

სამხედრო მოსამსახურისთვის „B“ და „C1“ ერთდროულად გაიცემა, თუმცა გამოცდები ცალ-ცალკე ბარდება თითოეულისთვის.

  • —ორივე კატეგორიისთვის ბარდება ერთი საერთო თეორიული გამოცდა.
  • —შემდეგ ბარდება პრაქტიკული გამოცდები — „B“ კატეგორიაზე და „C1“ ქვეკატეგორიაზე. თითოეული ორეტაპიანია: მოედანი და ქალაქი. პრაქტიკულად, ეს ოთხჯერ გასვლას ნიშნავს (ორ სხვადასხვა ავტომობილზე).
  • —მოედნის ელემენტები განსხვავებულია: „B“-ზე ექვსი ელემენტია, „C1“-ზე — სამი.
  • —„C1“ ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდაზე დაშვება მხოლოდ „B“-ს ჩაბარების შემდეგ ხდება, თეორიული გამოცდის მოქმედების ვადაში.
  • —თუ „C1“-ის პრაქტიკული გამოცდა ვერ ჩაბარდა, გაიცემა მხოლოდ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა.

თეორიული გამოცდა

B+C1 Mil კატეგორია მოიცავს ჯამში 1233 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 40 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 36 სწორი პასუხი, ანუ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 40 წუთი გაქვს.

36 სწორი პასუხი4 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

პარალელური პარკირება
ზიგზაგი
მობრუნება
უკუსვლით პარკირება
რვიანი
აღმართი

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • ახალქალაქში ბარდება მხოლოდ მოედნის გამოცდა.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.

B+C1 Mil კატეგორია — ვრცლად

რა არის B+C1 Mil კატეგორია

B+C1 Mil არ არის ცალკე კატეგორია, არამედ B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის ერთად მინიჭების წესი. ამ პრეროგატივით სარგებლობა მხოლოდ სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს შეუძლიათ (რომლებსაც B კატეგორია ჯერ არ აქვთ) სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე.

B+C1 Mil კატეგორია იძლევა მსუბუქი ავტომობილისა (B) და მსუბუქი სატვირთო ავტომობილის (C1) მართვის უფლებას.

B+C1 Mil კატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

B+C1 Mil კატეგორია გაიცემა 18 წლიდან და მის ასაღებად სავალდებულოა იმყოფებოდე სამხედრო სამსახურში (ჯარში). ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

ბარდება თეორიის, მოედნისა და ქალაქის გამოცდები: პირველ რიგში ბარდება თეორია, შემდეგ — B კატეგორიის პრაქტიკა (მოედანი და ქალაქი), ბოლოს კი — C1 ქვეკატეგორიის პრაქტიკა (მოედანი და ქალაქი).

B+C1 Mil კატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს ჯამში 1233 ბილეთს; გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 40 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 36-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 40 წუთია. B+C1 Mil კატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თეორიის გამოცდას აბარებ მხოლოდ ერთხელ.

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

B+C1 Mil კატეგორიის მოედნისა და ქალაქის გამოცდები

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ.

მოედნის გამოცდა ბარდება ცალკე B კატეგორიაზე და ცალკე C1 ქვეკატეგორიაზე — ანუ ჯამში ორი მოედნის გამოცდის ჩაბარება მოგიწევს.

პირველად აბარებ B კატეგორიის მოედნის გამოცდას. C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც B კატეგორიის მოედნისა და ქალაქის გამოცდებს ჩააბარებ.

  • B კატეგორიის მოედნის გამოცდა — 6 ელემენტი (პარალელური პარკირება, ზიგზაგი, მობრუნება, უკუსვლით პარკირება, რვიანი, აღმართი)
  • C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა — 3 ელემენტი (უკუსვლით პარკირება, აღმართი, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება)
  • B კატეგორიის ქალაქის გამოცდა — რეალურ პირობებში მსუბუქი ავტომობილის მართვა. მოძრაობის დრო მინიმუმ 25 წუთია
  • C1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდა — რეალურ პირობებში მსუბუქი სატვირთო ავტომობილის მართვა. მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია

B+C1 Mil კატეგორიის გამოცდებზე გასვლის ვადები:

თეორიის გამოცდის ჩაბარებიდან გაქვს 30 დღე B კატეგორიის მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად. ვადის გასვლის შემთხვევაში, თეორიის ახლიდან ჩაბარება მოგიწევს.

B კატეგორიის მოედნის გამოცდის ჩაბარებიდან გაქვს 365 დღე ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად. ვადის გასვლის შემთხვევაში, თეორიის და მოედნის გამოცდების ახლიდან ჩაბარება მოგიწევს.

B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეგიძლია C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდაზე გახვიდე.

C1-⁠ის მოედნის გამოცდაზე გასასვლელად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება B კატეგორიის მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან).

მას შემდეგ, რაც C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდას ჩააბარებ, იმავე დღიდან გეძლევა ახალი 365 დღიანი ვადა C1-⁠ის ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად.

B+C1 Mil კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
B მოედანი — პირველი გასვლაუფასო
B მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
B მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი
B ქალაქი — გეგმიური ჯავშანი90 ლარი
B ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი250 ლარი
C1 მოედანი — პირველი გასვლაუფასო
C1 მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
C1 მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი
C1 ქალაქი — გეგმიური ჯავშანი150 ლარი
C1 ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი310 ლარი

სხვა:

სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს C1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა, სამსახურიდან დათხოვნამდე უფლება აქვს მართოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი C და CE კატეგორიის ტრანსპორტი და ასევე 8-⁠ზე მეტი მგზავრი გადაიყვანოს სამინისტროს C კატეგორიის ავტომობილის სათანადოდ მოწყობილი ძარით.

თუ თეორიის ჩაბარების შემდეგ ჩააბარე მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდები, ხოლო C1 ქვეკატეგორიის — ვერა, გადმოგეცემა მხოლოდ B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მხოლოდ B კატეგორიის აღების შემთხვევაში, ავტომატურად გადმოგეცემა AM კატეგორია, ხოლო მექანიკის შემთხვევაში — B1 ქვეკატეგორიაც და ასევე 4 250 კგ-⁠მდე თვლიანი ტრაქტორის მართვის უფლება (მისაბმელით ან მის გარეშე). თუ C1 ქვეკატეგორიასაც აიღებ, შეგეძლება არა 4 250 კგ, არამედ 8 250 კგ-⁠მდე თვლიანი ტრაქტორის მართვის უფლება (მისაბმელით ან მის გარეშე).

B კატეგორიის მართვის მოწმობას ვადა აქვს 15 წელი, ხოლო C1 ქვეკატეგორიას — 5 წელი.

თუ B-⁠ს ავტომატიკაზე ჩააბარებ, C1-⁠ის აღების შემთხვევაში B-⁠ზე ავტომატიკის შეზღუდვა მოგეხსნება.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის B+C1 Mil კატეგორია?

B+C1 Military არ არის ცალკე კატეგორია — ეს არის B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის ერთდროულად მინიჭება სამხედრო სამსახურში (ჯარში) მყოფი მოსამსახურისთვის, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩვეულებრივ C1 ქვეკატეგორია მხოლოდ მას მიენიჭება, ვისაც უკვე აქვს B კატეგორია. სამხედრო მოსამსახურისთვის ეს თანმიმდევრობა უქმდება და ორივე ერთდროულად მიენიჭება.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 1 და 5

2.

რამდენი წლიდან გაიცემა B+C1 Mil კატეგორია?

18 წლიდან.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 3

3.

B+C1 Mil კატეგორია რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია?

არა. B+C1 Mil კატეგორიის აღება მხოლოდ სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს შეუძლიათ.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 5

4.

რომელ ტრანსპორტს ვმართავ B+C1 Mil კატეგორიით?

მსუბუქ ავტომობილს (B) და მსუბუქ სატვირთო ავტომობილს (C1) — ორივეს ისე, როგორც ცალკეული კატეგორიის მფლობელი. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ასევე უფლება აქვს მართოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი C და CE კატეგორიის ტრანსპორტი, აგრეთვე C კატეგორიის ტრანსპორტის სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8-⁠ზე მეტი მგზავრი.

№598 ბრძანება — მუხლი 6; მუხლი 17, ნაწილი 6

5.

B და C1 კატეგორიები სამხედრო სამსახურის შემდეგაც დამრჩება?

დიახ, B და C1 კატეგორიები სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც დაგრჩება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს C და CE კატეგორიების ტრანსპორტის მართვის უფლებას და ძარით 8-⁠ზე მეტი მგზავრის გადაყვანის უფლებას — ესენი მხოლოდ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მოქმედებს.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 6

1.

B+C1 Mil კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

თეორია, მოედანი და ქალაქი. თეორია ბარდება მხოლოდ ერთხელ, ხოლო მოედნისა და ქალაქის გამოცდები ბარდება B და C1 კატეგორიებზე ცალ-ცალკე (ანუ B-⁠ზე ცალკე ბარდება მოედანი და ქალაქი და C1-⁠ზე — ცალკე).

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 5; მუხლი 32, ნაწილი 2; მუხლი 38¹, ნაწილი 1

2.

რამდენი ბილეთი შედის B+C1 Mil კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 1233 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 40 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 36-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 40 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

მოედნის გამოცდა როგორ ბარდება?

მოედნის გამოცდა ბარდება ცალ-ცალკე B და C1 კატეგორიებზე — ანუ ჯამში ორი მოედნის გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. B კატეგორიის მოედნის გამოცდა - 6 ელემენტი (პარალელური პარკირება, ზიგზაგი, მობრუნება, უკუსვლით პარკირება, რვიანი, აღმართი) C1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა - 3 ელემენტი (უკუსვლით პარკირება, აღმართი, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება).

№598 ბრძანება — მუხლი 37, ნაწილი 1 „ა“; მუხლი 37², ნაწილი 1 „ა“

5.

C1-⁠ის მოედნის გამოცდაზე როდის შემიძლია გასვლა?

მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდების (მოედანი+ქალაქი) ჩაბარების შემდეგ.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 5

6.

როგორი ვადებია გამოცდების ჩაბარებაზე?

ჯერ აბარებ თეორიას, შემდეგ აბარებ B-⁠ს მოედანს და ქალაქს, ხოლო ბოლოს C1-⁠ის მოედანს და ქალაქს. თეორიის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე გაქვს B კატეგორიის მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად — წინააღმდეგ შემთხვევაში თეორიის ახლიდან ჩაბარება მოგიწევს. მოედნის ჩაბარებიდან კი გაქვს 365 დღე ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად (ათვლა იწყება მოედნის ჩაბარების დღიდან). თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის და მოედნის გამოცდების ჩაბარება. C1 ქვეკატეგორიისთვის მოედნის გამოცდაზე დაშვების ვადა იწყება B კატეგორიის მოედნის ჩაბარების დღიდან და გრძელდება 365 დღე. როგორც კი მოედნის გამოცდას ჩააბარებ, იმ დღიდან იწყება ახალი 365 დღიანი ვადა C1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად.

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“, „ბ“; მუხლი 17, ნაწილი 5

7.

თუ C1-⁠ის პრაქტიკული გამოცდა ვერ ჩავაბარე, რა მოხდება?

გადმოგეცემა მხოლოდ B კატეგორიის მართვის მოწმობა.

№598 ბრძანება — მუხლი 17, ნაწილი 5