მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
სატრანსპორტო საშუალება
მოწმობა და ცნობა
მისაბმელი
არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი D კატეგორიით დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში.
თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს აღემატება, საჭიროა DE კატეგორია.
თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა
თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:
- —C კატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
- —C1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
- —D1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
თეორიული გამოცდა
D კატეგორია მოიცავს ჯამში 808 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 40 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 36 სწორი პასუხი, ანუ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 40 წუთი გაქვს.
მოედნის გამოცდა
საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:
გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.
სად ბარდება გამოცდები
გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის D კატეგორია?
D კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება (მძღოლის გარდა); ზედა ზღვარი არ არსებობს - არც ადგილების რაოდენობაზე, არც მასაზე, არც ტრანსპორტის სიგრძეზე.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ე“
2.აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა D კატეგორია ავიღო?
დიახ, აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა გქონდეს მინიმუმ 1 წელი. ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერებისა და ჩამორთმევის დრო.
№598 ბრძანება — მუხლი 8, ნაწილი 1
3.D კატეგორიის აღება B კატეგორიის ფლობის გარეშე შეიძლება?
დიახ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ C კატეგორია 2012 წლის 1 აგვისტომდე გაქვს აღებული, B კატეგორიის ფლობა საჭირო აღარ არის და პირდაპირ D კატეგორიის გამოცდებზე გახვალ (თეორია, მოედანი, ქალაქი).
№598 ბრძანება — მუხლი 8, ნაწილი 1¹
4.D კატეგორიით მისაბმელის გადაბმა შეიძლება?
დიახ, მაგრამ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე მეტია, საჭიროა DE კატეგორია.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ე“, „თ“
5.D კატეგორიით ავტობუსის გარდა კიდევ რისი მართვა შემიძლია?
D კატეგორიის აღების შემთხვევაში ავტომატურად გადმოგეცემა D1 ქვეკატეგორია.
№598 ბრძანება — მუხლი 8, ნაწილი 4
6.D კატეგორიით შესახსრებული ავტობუსის („აკორდეონი“) მართვა შემიძლია?
არა. შესახსრებული ავტობუსის — ე.წ. „აკორდეონის“ — მართვა მხოლოდ DE კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მას მისაბმელი (E) საერთოდ არ აქვს.
№598 ბრძანება — მუხლი 11, ნაწილი 6
7.D კატეგორიით სატვირთო ავტომობილის მართვა შემიძლია?
არა. D კატეგორია მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტომობილს (ავტობუსს, მიკროავტობუსს) მოიცავს. სატვირთო ავტომობილისთვის გჭირდება C1 ან C კატეგორია.
№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „დ“, „ე“;, ნაწილი 2 „დ“
8.მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?
დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ, დაუსახლებელ პუნქტში 70 კმ/სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ვ“
9.რამდენი წლით გაიცემა D კატეგორიის მართვის მოწმობა?
D კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“
10.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო