მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

CE კატეგორია ნახევარმისაბმელიანი საწევარი („ტრაილერი“)

მინიმალური ასაკი
21 წელი
რა ბარდება
მოედანი, ქალაქი
წინაპირობა

სატრანსპორტო საშუალება

კატეგორიის ტიპი„C“ კატეგორია მისაბმელით
ნებადართული
მაქსიმალური მასა
3 500 კგ-⁠ზე მეტი
მართვის მოწმობის ვადა5 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა

მისაბმელი

CE კატეგორიის ფლობისას დასაშვებია ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელის გადაბმა — თავად კატეგორია მისაბმელის მასას ზედა ზღვარს არ უწესებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისაბმელი ნებისმიერ ავტომობილს გადაებმება. CE კატეგორიისთვის მისაბმელის მასის ზედა ზღვარი განისაზღვრება ავტომობილის ქარხანა-დამამზადებლის მიერ და მისი გადაჭარბება CE კატეგორიის მართვის მოწმობითაც დაუშვებელია.

თეორიული გამოცდა

CE კატეგორიაზე თეორია არ ბარდება, არამედ ბარდება მხოლოდ პრაქტიკა. თეორია ბარდება C კატეგორიაზე, რომელიც CE კატეგორიის წინაპირობაა.

C კატეგორიის თეორიის გამოცდა
36 სწორი პასუხი4 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

უკუსვლით პარკირება
პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება
მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

მოედანი და ქალაქირუსთავი, ქუთაისი
  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
CE

კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:

CE კატეგორია — ვრცლად

რა არის CE კატეგორია

CE კატეგორია იძლევა C კატეგორიის ავტომობილზე მძიმე მისაბმელის გადაბმის უფლებას.

CE კატეგორიის მართვის მოწმობა უფლებას გაძლევს სატვირთო ავტომობილს გადააბა ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავად CE კატეგორია მისაბმელის მასას ზედა ზღვარს არ უწესებს, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მისაბმელი ნებისმიერ სატვირთო ავტომობილს გადაებმება. მისაბმელის მასის ზედა ზღვარს ადგენს კონკრეტული ავტომობილის ქარხანა-დამამზადებელი და მისი გადაჭარბება CE კატეგორიის მართვის მოწმობითაც დაუშვებელია.

რა განსხვავებაა C1E და CE კატეგორიებს შორის

C1E ქვეკატეგორია უფლებას გაძლევს 750 კგ-⁠ზე მძიმე მისაბმელი გადააბა C1 ქვეკატეგორიის ავტომობილს (3 500–7 500 კგ) ორი პირობით:

  • მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილის დაუტვირთავ მასას
  • ავტომობილის და მისაბმელის ჯამური ნებადართული მაქსიმალური მასა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 კგ-⁠ს

თუ რომელიმე პირობა ირღვევა, საჭიროა CE კატეგორია.

CE კატეგორია არ გჭირდება, თუ:

  • სატვირთო ავტომობილზე მისაბმელი გადაბმული არ არის.
  • სატვირთო ავტომობილზე გადაბმულია მაქსიმუმ 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი.
  • მართავ ისეთ შემადგენლობას (სატვირთო + მისაბმელი), რომლის მართვის უფლებაც C1E ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით გაქვს.

CE კატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

CE კატეგორია გაიცემა 21 წლიდან და მისი წინაპირობაა C კატეგორიის მართვის მოწმობა. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

CE კატეგორიაზე ბარდება მოედნისა და ქალაქის გამოცდები. თეორია არ ბარდება.

მოედნისა და ქალაქის გამოცდები ბარდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე CE კატეგორიის ავტომობილზე (კონკრეტულად ეს არის Mercedes-Benz Atego მისაბმელით Ackermann-Fruehauf).

CE კატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: უკუსვლით პარკირება, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება და მისაბმელის გადაბმა-ჩახსნა. თითოეულს თავისი დროის ლიმიტი აქვს — პირველ ორზე 7-7 წუთი, გადაბმა-ჩახსნაზე კი 10 წუთი.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — გარდა მისაბმელის გადაბმა-ჩახსნის ელემენტისა, სადაც დარღვევა მხოლოდ 10 ქულაა. ანუ სწორედ ამ ელემენტზე გაქვს შეცდომის უფლება, სხვაგან — არა.

მოედნის გამოცდაზე პირველი გასვლა 55 ლარი ღირს. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა ჩაჭრიდან 7 დღის შემდეგ შეგიძლია, 40 ლარად; თუ ლოდინი არ გინდა, 70 ლარად ყოველდღე გახვალ (დღეში ერთხელ).

ვინაიდან CE-⁠ზე თეორია არ ბარდება, 30-⁠დღიანი ვადა, რომელიც C კატეგორიაზე თეორიის ჩაბარებიდან ითვლება, აქ არ მოქმედებს. სამაგიეროდ მოქმედებს ჯანმრთელობის ცნობის ვადა. ამიტომ გაითვალისწინე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ძალაშია მისი წარდგენიდან 400 კალენდარული დღის განმავლობაში.

CE კატეგორიის ქალაქის გამოცდა

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ დაუშვებ 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

ქალაქის გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშანი 150 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გეგმიური გასვლა ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ გეკუთვნის. არაგეგმიური ჯავშანი 310 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის გამოცდის დაჯავშნა ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან შეგიძლია.

ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან); და თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს მოედნის გამოცდის ჩაბარება.

CE კატეგორიის ქალაქის გამოცდაზე დამატებით ფასდება:

ეკონომიური მართვა და სხვადასხვა გარემოებაში სწორი გადაცემების შერჩევა საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.

CE კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
მოედანი — პირველი გასვლა55 ლარი
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელ40 ლარი
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე70 ლარი
ქალაქი — გეგმიური ჯავშანი150 ლარი
ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი310 ლარი

სხვა:

მოძრაობის დროს მისაბმელში ადამიანის ყოფნა აკრძალულია — იქნება ეს მისაბმელ-აგარაკი, ტვირთის პლატფორმა თუ სხვა ტიპის მისაბმელი.

CE კატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო C1E ქვეკატეგორიის ტრანსპორტი და BE კატეგორიის ტრანსპორტი. ხოლო თუ D კატეგორიაც გაქვს, ასევე შეგიძლია მართო DE კატეგორიის ტრანსპორტიც.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 70 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე. დამატებით მოქმედებს მისაბმელის საკუთარი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე და მასზე დამაგრებული საცნობი ნიშანი „სიჩქარის შეზღუდვა“ — მოძრაობა დასაშვებია ყველაზე დაბალი ზღვრით.

CE კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის CE კატეგორია?

CE კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-⁠ს. C კატეგორიისგან განსხვავებით, CE კატეგორია უფლებას გაძლევს სატვირთო ავტომობილს ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელი გადააბა.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ზ“

2.

როდის მჭირდება CE კატეგორია?

როცა C კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ზე მეტია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ზ“

3.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა CE კატეგორია ავიღო?

დიახ, აუცილებელია გქონდეს C კატეგორიის მართვის მოწმობა.

№598 ბრძანება — მუხლი 10, ნაწილი 1

4.

CE კატეგორიით როგორი მისაბმელის გადაბმა შეიძლება?

CE კატეგორიის მართვის მოწმობით უფლება გაქვს მართო სატვირთო ავტომობილი ნებისმიერი მასის მქონე მისაბმელით. თუმცა, ყველა სატვირთო ავტომობილს ნებისმიერი ტვირთის გაწევა არ შეუძლია. მისაბმელის მასის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს კონკრეტული სატვირთო ავტომობილის ქარხანა-დამამზადებელი და ამ ზღვარის გადაჭარბება CE კატეგორიის მართვის მოწმობითაც აკრძალულია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ზ“

5.

CE კატეგორიით კიდევ რისი მართვა შემიძლია?

CE კატეგორიის აღების შემთხვევაში ავტომატურად გადმოგეცემა: BE კატეგორია, C1E ქვეკატეგორია. თუ D კატეგორია გაქვს, DE კატეგორიაც.

№598 ბრძანება — მუხლი 10, ნაწილი 4 და 5

6.

CE კატეგორიით მგზავრების გადაყვანა შეიძლება სატვირთოს ძარით?

დიახ. CE მხოლოდ C კატეგორიის მფლობელს ენიჭება, ამიტომ ძარით მგზავრთა გადაყვანის უფლებაც გაქვს: C კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ძარით შეიძლება მაქსიმუმ 8 მგზავრის გადაყვანა. თუ D კატეგორიაც გაქვს, C-⁠ის მიღებიდან სამი წლის შემდეგ 8-⁠ზე მეტი მგზავრის გადაყვანის უფლებაც გაქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 7, ნაწილი 5 და 6

7.

მისაბმელში მგზავრების ყოფნა შეიძლება?

არა. მგზავრები მხოლოდ სატვირთო ავტომობილის ძარაში შეიძლება იყვნენ; მისაბმელით ან მისაბმელ-აგარაკით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 46, ნაწილი 10 „ა“

8.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 70 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ. იგივე, რაც C კატეგორიაზე.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „დ.ა“

9.

ძარით მგზავრების გადაყვანისას სიჩქარე იზღუდება?

დიახ. ძარით მგზავრთა გადაყვანისას სიჩქარე ყველა გზაზე მაქსიმუმ 60 კმ/⁠სთ-ია (ავტომაგისტრალზეც).

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 7 „დ.ბ“

10.

რამდენი წლით გაიცემა CE კატეგორიის მართვის მოწმობა?

CE კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“

11.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

CE კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

მხოლოდ მოედანი და ქალაქი. თეორია არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 10, ნაწილი 2

2.

21 წლიდან შემიძლია ავიღო CE კატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, CE კატეგორია სწორედ 21 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 10, ნაწილი 3

3.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

დიახ, CE კატეგორიის გამოცდებზე გასასვლელად ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

შსს მომსახურების სააგენტო

4.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 3 ელემენტისგან: უკუსვლით პარკირება, პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება და მისაბმელის გადაბმა/ჩახსნა. C კატეგორიისგან განსხვავებით, აღმართი CE-⁠ზე აღარ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“

5.

CE კატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — გარდა მისაბმელის გადაბმა-ჩახსნის ელემენტისა, სადაც დარღვევა მხოლოდ 10 ქულაა. ანუ სწორედ ამ ელემენტის შესრულებისას გაქვს შეცდომის უფლება, სხვაგან — არა.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 38, ნაწილი 2

6.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

დიახ, ელემენტებზე დროის ლიმიტი ასე ნაწილდება: უკუსვლით პარკირება - მაქს. 7 წუთი პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება - მაქს. 7 წუთი მისაბმელის გადაბმა/ჩახსნა - მაქს. 10 წუთი

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 2¹ „გ“ და 2²

7.

ქალაქის გამოცდა როგორ ფასდება CE კატეგორიაზე?

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა საერთოდ არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დაუშვებს 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. ქალაქის გამოცდის მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

№598 ბრძანება — მუხლი 38⁶, ნაწილი 1; მუხლი 38¹, ნაწილი 4

8.

ქალაქის გამოცდაზე დამატებით რა კრიტერიუმებს აფასებენ CE კატეგორიაზე?

ეკონომიურ მართვას: აჩქარებისას, შენელებისას, აღმართზე/დაღმართზე მოძრაობისას გადაცემები ისე უნდა შეარჩიო, რომ საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი შემცირდეს.

№598 ბრძანება — მუხლი 38³ „ბ.კ“

9.

სად ბარდება CE კატეგორიის პრაქტიკული გამოცდები?

მომსახურების სააგენტოს ორ ფილიალში: რუსთავსა და ქუთაისში.

№598 ბრძანება — მუხლი 38¹, ნაწილი 5¹ „დ“ | შსს მომსახურების სააგენტო

10.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდაზე პირველი გასვლის საფასური 55 ლარია. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა შეგიძლია ჩაჭრიდან 7 დღის შემდეგ, 40 ლარად, ხოლო 70 ლარის გადახდის შემთხვევაში ყოველდღე (დღეში ერთხელ).CE კატეგორიაზე თეორიის გამოცდა არ ბარდება, ამიტომ 30-⁠დღიანი ვადა, რომელიც C კატეგორიაზე თეორიის ჩაბარებიდან ითვლება, აქ არ მოქმედებს. გაითვალისწინე, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ძალაშია მისი წარდგენიდან 400 კალენდარული დღის განმავლობაში.

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ა“ და „ბ“, შენიშვნის 9¹ „ბ“ | შსს მომსახურების სააგენტო