მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

D1 ქვეკატეგორია მიკროავტობუსი

მინიმალური ასაკი
21 წელი
რა ბარდება
თეორია, მოედანი, ქალაქი
წინაპირობა
B კატეგორია (მინ. 1 წელი)

სატრანსპორტო საშუალება

დანიშნულებამგზავრთა გადაყვანა
დასასხდომი ადგილები8-⁠ზე მეტი, მაქს. 16(მძღოლის გარდა)
მაქს. სიგრძე8 მეტრი

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა5 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა

მისაბმელი

არაუმეტეს 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელი D1 ქვეკატეგორიით დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში.

თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს აღემატება, საჭიროა D1E ქვეკატეგორია ან DE კატეგორია.

თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა

თეორიის გამოცდის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • —C კატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
  • —C1 ქვეკატეგორია მიღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე

თეორიული გამოცდა

D1 ქვეკატეგორია მოიცავს ჯამში 822 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 35 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 32 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 35 წუთი გაქვს.

32 სწორი პასუხი3 შეცდომა

მოედნის გამოცდა

საგამოცდო მოედანზე შესასრულებელი ელემენტები:

უკუსვლით პარკირება
აღმართი
პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება

გამოცდა იწყება 100 ქულით. ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას.

სად ბარდება გამოცდები

გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • სხვადასხვა გამოცდა შეგიძლია სხვადასხვა ქალაქში ჩააბარო.
  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.

D1 ქვეკატეგორია — ვრცლად

რა არის D1 ქვეკატეგორია

D1 ქვეკატეგორია იძლევა მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის მართვის უფლებას, რომლის სიგრძე არის მაქსიმუმ 8 მეტრი და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა (მძღოლის ადგილის გარდა) აღემატება 8-⁠ს, თუმცა არ აღემატება 16-⁠ს. შედარებისთვის, დასასხდომი ადგილების ზედა ზღვარი და ავტომობილის სიგრძის შეზღუდვა D კატეგორიაზე არ არსებობს.

დასაშვებია მისაბმელის გადაბმაც, თუ მისი ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს არ აღემატება, ხოლო თუ აღემატება — საჭიროა D1E ქვეკატეგორია ან DE კატეგორია.

D1 ქვეკატეგორია ფართოდ გამოიყენება სამარშრუტო მიკროავტობუსების სამართავად.

D1 ქვეკატეგორიის გამოცდები და მიღების პირობები

D1 ქვეკატეგორია გაიცემა 21 წლიდან და მისი წინაპირობაა B კატეგორიის მართვის მოწმობა (აღებული მინიმუმ 1 წლის წინ). ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერებისა და ჩამორთმევის დრო. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

D1 ქვეკატეგორიაზე ბარდება თეორიის, მოედნისა და ქალაქის გამოცდები.

მოედნისა და ქალაქის გამოცდები ბარდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე D1 ქვეკატეგორიის ავტომობილზე (კონკრეტულად ეს არის Ford Transit).

D1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს ჯამში 822 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 35 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 32-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 35 წუთია. D1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თეორიის ჩაბარება არ დაგჭირდება, თუ:

  • C კატეგორია აღებული გაქვს 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე
  • C1 ქვეკატეგორია აღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

D1 ქვეკატეგორიის მოედნის გამოცდა

მოედნის გამოცდაზე დაიშვები მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეორიის გამოცდას ჩააბარებ — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თეორიის ჩაბარება არ გჭირდება (ზემოთ აღწერილი გამონაკლისები).

მოედნის გამოცდა სამი ელემენტისგან შედგება: უკუსვლით პარკირება, აღმართი და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება. თითოეული ელემენტის შესასრულებლად მაქსიმუმ 4 წუთი გაქვს — ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში ჩაიჭრები.

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ ერთი შეცდომაც საკმარისია ჩასაჭრელად.

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). ჩაჭრის შემთხვევაში უფასოდ ხელახლა გასვლა ყოველ 7 დღეში ერთხელ შეგიძლია, ხოლო 30 ლარის გადახდით — ყოველდღე (დღეში ერთხელ).

D1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდა

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ დაუშვებ 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

ქალაქის გამოცდაზე ყოველი გასვლა ფასიანია. გეგმიური ჯავშანი 150 ლარია და ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; პირველად ქალაქზე გახვალ მოედნის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში მომდევნო გეგმიური გასვლა ჩაჭრის დღიდან 30 დღის შემდეგ გეკუთვნის. არაგეგმიური ჯავშანი 310 ლარია, ტარდება მხოლოდ შაბათს და 30-⁠დღიან ლოდინს არ ექვემდებარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის გამოცდის დაჯავშნა ჩაჭრიდან მომდევნო დღიდან შეგიძლია.

ქალაქის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 365 დღე (ათვლა იწყება მოედნის გამოცდის ჩაბარების დღიდან); და თუ ამ ვადაში ქალაქის გამოცდას ვერ ჩააბარებ, ახლიდან მოგიწევს თეორიის და მოედნის გამოცდების ჩაბარება.

D1 ქვეკატეგორიის ქალაქის გამოცდაზე დამატებით ფასდება:

ეკონომიური მართვა და სხვადასხვა გარემოებაში სწორი გადაცემების შერჩევა საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით.

შედარებისთვის, B კატეგორიაზე ეს კრიტერიუმები არ ფასდება.

D1 ქვეკატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი
მოედანი — პირველი გასვლაუფასო
მოედანი — ხელახლა, 7 დღეში ერთხელუფასო
მოედანი — ხელახლა, ყოველდღე30 ლარი
ქალაქი — გეგმიური ჯავშანი150 ლარი
ქალაქი — არაგეგმიური ჯავშანი310 ლარი

თუ თეორიის გამოცდა არ გჭირდება (იხ. „თუ უკვე გაქვს მართვის მოწმობა"), მოედანზე პირველი გასვლა 55 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი (7 დღეში ერთხელ) ან 70 ლარი (ყოველდღე).

სხვა:

ჩვეულებრივ, D1 ქვეკატეგორია გაიცემა B კატეგორიის აღებიდან 1 წლის შემდეგ, თუმცა არსებობს გამონაკლისი - თუ C კატეგორია აღებული გაქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე, მაშინ B კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის, შეგიძლია პირდაპირ D1 ქვეკატეგორიის გამოცდებზე გახვიდე. ჩაბარებით ჩააბარებ როგორც თეორიის, ისე პრაქტიკის გამოცდებს.

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 60 კმ/⁠სთ დასახლებულ პუნქტში, 80 კმ/⁠სთ დაუსახლებელ პუნქტში და 80 კმ/⁠სთ ავტომაგისტრალზე.

D1 ქვეკატეგორიის მოპოვება B კატეგორიაზე ავტომატიკის შეზღუდვასაც გიხსნის — ანუ თუ B მხოლოდ ავტომატიკაზე გაქვს, D1-⁠ის აღებით მექანიკის მართვის უფლებას ავტომატურად მოიპოვებ.

D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის D1 კატეგორია?

D1 ქვეკატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-⁠ს აღემატება (მძღოლის გარდა), მაგრამ არ აღემატება 16-⁠ს.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ე“

2.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა D1 ქვეკატეგორია ავიღო?

დიახ, აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა გქონდეს მინიმუმ 1 წელი. ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერებისა და ჩამორთმევის დრო.

№598 ბრძანება — მუხლი 18, ნაწილი 1

3.

D1 ქვეკატეგორიით ავტობუსის/მიკროავტობუსის სიგრძეს ზღვარი აქვს?

დიახ, D1 ქვეკატეგორიით უფლება გაქვს მართო მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ისეთი ტრანსპორტი, რომლის სიგრძე არის მაქსიმუმ 8 მეტრი.

შსს მომსახურების სააგენტო

4.

D1 ქვეკატეგორიის აღება B კატეგორიის ფლობის გარეშე შეიძლება?

დიახ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ C კატეგორია 2012 წლის 1 აგვისტომდე გაქვს აღებული, B კატეგორიის ფლობა საჭირო აღარ არის და პირდაპირ D1 ქვეკატეგორიის გამოცდებზე გახვალ (თეორია, მოედანი, ქალაქი).

№598 ბრძანება — მუხლი 18, ნაწილი 1¹

5.

D1 ქვეკატეგორიით მისაბმელის გადაბმა შეიძლება?

დიახ, მაგრამ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-⁠ზე მეტია, საჭიროა D1E ქვეკატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ე“, „ზ“

6.

მარშუტკის მართვა შემიძლია D1 ქვეკატეგორიით?

დიახ, თუ მარშუტკაში (მიკროავტობუსში) დასასხდომი ადგილები არის 8-⁠ზე მეტი, მაგრამ მაქსიმუმ 16 (მძღოლის გარდა). თუ 16-⁠ზე მეტია, მაშინ საჭიროა D კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ე“;, ნაწილი 2 „ე“

7.

D1 თუ D - რომელი მჭირდება?

თუ მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს აქვს 8-⁠ზე მეტი და მაქსიმუმ 16 დასასხდომი ადგილი (მძღოლის გარდა), მაშინ D1 ქვეკატეგორია საკმარისია. ხოლო თუ 16-⁠ზე მეტი ადგილია, მაშინ საჭიროა D კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ე“;, ნაწილი 2 „ე“

8.

თუ ავტომობილს აქვს 8 დასასხდომი ადგილი (მძღოლის გარდა), მაშინ რომელი კატეგორია მჭირდება?

თუ ავტომობილს აქვს მაქსიმუმ 8 დასასხდომი ადგილი, მაშინ გჭირდება B კატეგორია, C1 ქვეკატეგორია ან C კატეგორია: თუ ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა არის მაქსიმუმ 3 500 კგ, მაშინ B კატეგორია. თუ ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-⁠ზე მეტია და მაქსიმუმ 7 500 კგ, მაშინ C1 ქვეკატეგორია, ხოლო თუ 7 500 კგ-⁠საც აღემატება — C კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „გ“, „დ“;, ნაწილი 2 „დ“

9.

D1 ქვეკატეგორიით შესახსრებული ავტობუსის („აკორდეონი“) მართვა შემიძლია?

არა. შესახსრებული ავტობუსის — ე.წ. „აკორდეონის“ — მართვა მხოლოდ DE კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს შეუძლია.

№598 ბრძანება — მუხლი 11, ნაწილი 6

10.

D1 ქვეკატეგორიით სატვირთო ავტომობილის მართვა შემიძლია?

არა. D1 ქვეკატეგორია მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტომობილს (ავტობუსს, მიკროავტობუსს) მოიცავს. სატვირთო ავტომობილისთვის გჭირდება C1 ან C კატეგორია.

№598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 2 „ე“

11.

მაქსიმუმ რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა D1 ქვეკატეგორიის ტრანსპორტით?

დასახლებულ პუნქტში 60 კმ/⁠სთ, დაუსახლებელ პუნქტში 80 კმ/⁠სთ, ავტომაგისტრალზე 80 კმ/⁠სთ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 6 და 7 „ე“

12.

რამდენი წლით გაიცემა D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „გ.ა“

13.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

D1 ქვეკატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

თეორია, მოედანი და ქალაქი.

№598 ბრძანება — მუხლი 18, ნაწილი 2; მუხლი 37²; მუხლი 38¹

2.

რამდენი ბილეთი შედის D1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 822 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 35 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 32-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 35 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ე“

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

21 წლიდან შემიძლია ავიღო D1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, D1 ქვეკატეგორია სწორედ 21 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 18, ნაწილი 3

5.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

დიახ, D1 ქვეკატეგორიის გამოცდებზე გასასვლელად ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

შსს მომსახურების სააგენტო

6.

მოედნის გამოცდა რამდენი ელემენტისგან შედგება?

მოედნის გამოცდა შედგება 3 ელემენტისგან: უკუსვლით პარკირება, აღმართი და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.

№598 ბრძანება — მუხლი 37², ნაწილი 1 „ა“

7.

D1 ქვეკატეგორიაზე მოედნის გამოცდა როგორ ფასდება?

გამოცდა იწყება 100 ქულით და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დააგროვებ მინიმუმ 61 ქულას და დისკვალიფიკაციის შეცდომას არ დაუშვებ (მაგ. საავარიო სიტუაცია ან ელემენტის გამოტოვება). ყოველი დარღვევა 40 საჯარიმო ქულაა — ანუ საკმარისია ერთი შეცდომა და გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, ვინაიდან დარჩება 60 ქულა, რაც 61-⁠ზე ნაკლებია.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 1; მუხლი 37², ნაწილი 2

8.

მოედნის გამოცდაზე დროის ლიმიტი მაქვს?

დიახ — მაქსიმუმ 4 წუთი თითოეული ელემენტის შესასრულებლად. 4 წუთიანი ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება.

№598 ბრძანება — მუხლი 35, ნაწილი 2¹ „ბ“

9.

ქალაქის გამოცდა როგორ ფასდება D1 ქვეკატეგორიაზე?

ქალაქის გამოცდაზე ქულების სისტემა საერთოდ არ არსებობს. გამოცდა ჩაუბარებლად შეფასდება, თუ კანდიდატი დაუშვებს 1 მძიმე ან 15 მსუბუქ შეცდომას. ქალაქის გამოცდის მარშრუტზე მოძრაობის დრო მინიმუმ 45 წუთია.

№598 ბრძანება — მუხლი 38⁶, ნაწილი 1; მუხლი 38¹, ნაწილი 4

10.

ქალაქის გამოცდაზე დამატებით რა კრიტერიუმებს აფასებენ D1 ქვეკატეგორიაზე?

ეკონომიურ მართვას: აჩქარებისას, შენელებისას, აღმართზე/დაღმართზე მოძრაობისას გადაცემები ისე უნდა შეარჩიო, რომ საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი შემცირდეს. შედარებისთვის, ეს კრიტერიუმები B კატეგორიაზე არ ფასდება.

№598 ბრძანება — მუხლი 38³ „ბ.კ“

11.

მოედნის გამოცდაზე ჩავიჭერი, როდის შემიძლია ხელახლა გასვლა?

მოედნის გამოცდის ჩასაბარებლად გაქვს 30 დღე (ათვლა იწყება თეორიის გამოცდის ჩაბარების დღიდან). მოედნის გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, ხელახლა უფასოდ გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო 30 ლარის გადახდის შემთხვევაში გასვლას შეძლებ ყოველდღე (დღეში ერთხელ).

№598 ბრძანება — მუხლი 24², ნაწილი 1 „ა“ და 2 | საფასურის კანონი — მუხლი 6 „ძ“

12.

D1 ქვეკატეგორიის მოპოვება B კატეგორიაზე ავტომატიკის შეზღუდვას მიხსნის?

დიახ. თუ B კატეგორია მხოლოდ ავტომატიკაზე გაქვს, D1 ქვეკატეგორიის აღებით მექანიკის მართვის უფლებას ავტომატურად მოიპოვებ.

№598 ბრძანება — მუხლი 6¹, ნაწილი 6 „დ“