მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

Tram კატეგორია ტრამვაი

მინიმალური ასაკი
21 წელი
რა ბარდება
მხოლოდ თეორია
წინაპირობა
არ აქვს

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა5 წელი
ავტოსკოლის ცნობასავალდებულოა

ტრამვაი საქართველოში

საქართველოში ტრამვაის მოძრაობა 2006 წლიდან შეწყვეტილია — თბილისის ტრამვაი 2006 წლის დეკემბერში გაუქმდა, ამიტომ დღეს ტრამვაის მართვის მოწმობის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, „Tram“ კატეგორია კანონში კვლავ არსებობს და ოფიციალურ წყაროებში მისი მიღების წესი ჯერ კიდევ არის განსაზღვრული — სწორედ ეს ინფორმაციაა ამ გვერდზე ნაჩვენები.

თეორიული გამოცდა

Tram კატეგორია მოიცავს ჯამში 859 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 40 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 36 სწორი პასუხი, ანუ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 40 წუთი გაქვს.

36 სწორი პასუხი4 შეცდომა

სად ბარდება გამოცდა

გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
Tram

კატეგორიას ავტომატურად მოჰყვება:

კატეგორიები:

Tram კატეგორია — ვრცლად

რა არის Tram კატეგორია

Tram კატეგორია იძლევა ტრამვაის მართვის უფლებას. ეს კატეგორია განკუთვნილია საქალაქო ელექტროტრანსპორტში დასაქმებული პროფესიონალი მძღოლებისთვის. ტრამვაის მძღოლი ჩვეულებრივ მართვის მოწმობას არ იღებს, არამედ მას გამოეწერება სპეციალური დოკუმენტი, რომლის ფორმასაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს.

დღეს Tram კატეგორიის მართვის მოწმობას პრაქტიკულად ვერ აიღებ, რადგან საქართველოში ტრამვაის მოძრაობა 2006 წლიდან შეწყვეტილია.

Tram კატეგორიის გამოცდა და მიღების პირობები

Tram კატეგორია გაიცემა 21 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) სავალდებულოა.

Tram-⁠ზე ბარდება მხოლოდ თეორიის გამოცდა — არც მოედანი, არც ქალაქი. ჯამში შედის 859 ბილეთი; გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 40 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 36-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 40 წუთია. Tram კატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

ჯავშნის გაუქმების შესახებ — თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

Tram კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა55 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი

სხვა:

Tram კატეგორიის მართვის მოწმობით ასევე შეგიძლია მართო AM კატეგორიის ტრანსპორტი.

Tram კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის Tram კატეგორია?

Tram კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელიც უფლებას გაძლევს მართო ტრამვაი. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით Tram კატეგორიის მართვის მოწმობა პრაქტიკულად არ გაიცემა, კანონში იგი კვლავ მოხსენებულია და ოფიციალური წყაროები მისი მიღების წესს ჯერ კიდევ განსაზღვრავენ.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 54, ნაწილი 2 „ლ“ | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ლ“

2.

აუცილებელია რომელიმე კატეგორია უკვე მქონდეს, რათა Tram კატეგორია ავიღო?

არ არის აუცილებელი. Tram კატეგორიას წინაპირობა არ აქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 14, ნაწილი 1

3.

შემიძლია სხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის მოწმობით ტრამვაის მართვა?

არა. ტრამვაის სამართავად აუცილებელია გქონდეს Tram კატეგორიის მართვის მოწმობა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 58, ნაწილი 2 | №598 ბრძანება — მუხლი 14, ნაწილი 1

4.

Tram კატეგორიის მართვის მოწმობის აღება 2026 წელს შესაძლებელია?

პრაქტიკულად არა. საქართველოში ტრამვაის მოძრაობა 2006 წელს შეწყდა. 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზის მშენებლობას განიხილავს — პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხაზი 2028–2029 წლისთვის უნდა იყოს მზად. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

თბილისის მერია | მედიაპუბლიკაციები (2025)

5.

რამდენი წლით გაიცემა ტრამვაის მართვის მოწმობა?

Tram კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „დ.ა“

1.

Tram კატეგორიაზე რომელი გამოცდები ბარდება?

მხოლოდ თეორია. მოედნისა და ქალაქის გამოცდები არ ბარდება.

№598 ბრძანება — მუხლი 14, ნაწილი 1

2.

რამდენი ბილეთი შედის Tram კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 859 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 40 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 36-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 40 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28

3.

თეორიის გამოცდის ჯავშნის გაუქმება შემიძლია?

დიახ. თუ ჯავშანს გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააუქმებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.

№598 ბრძანება — მუხლი 21¹, ნაწილი 8

4.

21 წლიდან შემიძლია ავიღო Tram კატეგორიის მართვის მოწმობა?

დიახ, Tram კატეგორია სწორედ 21 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 14, ნაწილი 2