მართვის მოწმობის კატეგორიები
მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.
ტექნიკური შეზღუდვები
მოწმობა და ცნობა
როდის არ გჭირდება მართვის მოწმობა
თუ ორ ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, მიიჩნევა კიდულძრავიან ველოსიპედად და მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის:
- —მაქს. 25 კმ/სთ სიჩქარე + 50 სმ³-მდე მოცულობის ძრავა.
- —მაქს. 25 კმ/სთ სიჩქარე + მაქსიმუმ 4 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა.
- —25-დან 45 კმ/სთ-მდე სიჩქარე + მაქსიმუმ 1 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა.
ასევე: ზემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებით გზაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ 14 წლის ასაკიდან შეიძლება.
სად ბარდება გამოცდა
გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:
- თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.
ხშირად დასმული კითხვებიFAQ
1.რა არის AM კატეგორია?
AM კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელშიც ორი სრულიად სხვადასხვა ტრანსპორტი შედის: მოპედი (2 ან 3 თვლიანი) და მსუბუქი კვადროციკლი. ერთი მოწმობა ორივეს ფარავს.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 42 და 47 | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ა“
2.სკუტერის სამართავად მართვის მოწმობა მჭირდება?
თუ სკუტერი აკმაყოფილებს კიდულძრავიანი ველოსიპედის მოთხოვნებს, მაშინ მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის. სრულ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ამავე გვერდზე, ზემოთ — „როდის არ გჭირდება მართვის მოწმობა“ სექციაში.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 28 და 42
3.რამდენ კუბიანი მოპედის მართვა შემიძლია AM კატეგორიით?
მოპედზე ძრავები განსხვავდება — ბენზინის, დიზელის, ელექტრო — სამივე მათგანს თავისი მახასიათებლები აქვს. ბენზინის და დიზელის ძრავზე — მაქს. 50 სმ³. აღსანიშნავია, რომ 3-თვლიანი დიზელის მოპედზე ძრავის კუბატურის ზღვარი განსაზღვრული არ არის. სრულ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ამავე გვერდზე, ზემოთ — „ტექნიკური შეზღუდვები“ სექციაში.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 42
4.მოპედის მართვისას ჩაფხუტი სავალდებულოა?
დიახ, ჩაფხუტის გამოყენება სავალდებულოა. მოპედის, მოტოციკლის, კვადროციკლის მართვის დროს ჩაფხუტი უნდა ეკეთოს როგორც მძღოლს, ისე მგზავრსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 43, ნაწილი 10 | ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი — მუხლი 118³
5.რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა მოპედზე?
დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში 45 კმ/სთ. ავტომაგისტრალზე მოპედით და მსუბუქი კვადროციკლით მოძრაობა აკრძალულია.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 8 „ბ“; მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“
6.12 წლამდე ბავშვის გადაყვანა შემიძლია მოპედით?
მოპედით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. მსუბუქი კვადროციკლით — მხოლოდ მაშინ, თუ კონსტრუქცია სპეციალური საბავშვო სავარძლის დაყენების საშუალებას იძლევა.
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 26, ნაწილი 6 „ბ“, „გ“
7.თუ სხვა კატეგორია უკვე მაქვს, AM კატეგორია ცალკე უნდა ავიღო?
არა. ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს AM კატეგორია ავტომატურად აქვს (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას).
საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 8⁴ | №598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 3
8.რამდენი წლით გაიცემა AM კატეგორიის მართვის მოწმობა?
AM კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.
№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“
9.მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?
მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
შსს მომსახურების სააგენტო