მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობის ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია 2026 წლის მდგომარეობით — მომსახურების სააგენტოს, შსს-⁠ს №598 ბრძანებისა და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით.

AM კატეგორია მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი

მინიმალური ასაკი
16 წელი
რა ბარდება
მხოლოდ თეორია
წინაპირობა
არ აქვს

ტექნიკური შეზღუდვები

ბორბლების რაოდენობა4
კონსტრუქციული სიჩქარე25-⁠ზე მეტი, მაქს. 45 კმ/⁠სთ
სიმძლავრეარ არის განსაზღვრული
ძრავის მუშა მოცულობამაქს. 50 სმ³
დაუტვირთავი მასამაქს. 350 კგ

მოწმობა და ცნობა

მართვის მოწმობის ვადა15 წელი
ავტოსკოლის ცნობაარ სჭირდება

თეორიული გამოცდა

AM კატეგორია მოიცავს ჯამში 313 ბილეთს. გამოცდაზე მოგივა 20 ბილეთი, ჩასაბარებლად საჭიროა 18 სწორი პასუხი, ანუ 2 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდაზე დრო 20 წუთი გაქვს.

18 სწორი პასუხი2 შეცდომა

სად ბარდება გამოცდა

გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში:

  • თბილისში გამოცდები არ ბარდება. თბილისთან ყველაზე ახლოს არის რუსთავის საგამოცდო ცენტრი.

AM კატეგორია — ვრცლად

რა არის AM კატეგორია

AM კატეგორია იძლევა ორი სრულიად სხვადასხვა ტრანსპორტის მართვის უფლებას: მოპედისა (2 ან 3 თვლიანი) და მსუბუქი კვადროციკლის (4 თვლიანი).

ორივესთვის კონსტრუქციული სიჩქარე 25 კმ/⁠სთ-ს უნდა აღემატებოდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 45 კმ/⁠სთ-ს. მსუბუქი კვადროციკლის დაუტვირთავი მასა 350 კგ-⁠ს არ უნდა აღემატებოდეს (ელექტრო მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად).

ტექნიკური შეზღუდვები ძრავის ტიპის მიხედვით

კანონი AM კატეგორიის ტრანსპორტს ძრავის ტიპის მიხედვით ყოფს და თითოეულს თავისი ზღვარი აქვს:

  • ბენზინის ძრავი (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი) — მუშა მოცულობა მაქსიმუმ 50 სმ³; სიმძლავრე შეზღუდული არ არის
  • დიზელის ძრავი (მოპედი) — სამთვლიანზე მაქსიმუმ 4 კვტ (ძრავის კუბატურის ზღვრის გარეშე), ორთვლიანზე კი მაქსიმუმ 50 სმ³ (სიმძლავრის ზღვრის გარეშე)
  • ელექტრო (მოპედი) — 1 კვტ-⁠ზე მეტი, მაქსიმუმ 4 კვტ
  • დიზელის ან ელექტროძრავიანი მსუბუქი კვადროციკლი — მაქსიმუმ 4 კვტ

მართვის მოწმობის გარეშე მართვა

თუ ორ ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, მიიჩნევა კიდულძრავიან ველოსიპედად და მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის:

  • მაქს. 25 კმ/⁠სთ სიჩქარე + 50 სმ³-⁠მდე მოცულობის ძრავა.
  • მაქს. 25 კმ/⁠სთ სიჩქარე + მაქსიმუმ 4 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა.
  • 25-⁠დან 45 კმ/⁠სთ-მდე სიჩქარე + მაქსიმუმ 1 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა.

ასევე: ზემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებით გზაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ 14 წლის ასაკიდან შეიძლება.

AM კატეგორიის გამოცდა და მიღების პირობები

AM კატეგორია გაიცემა 16 წლიდან და წინაპირობა არ აქვს — სხვა კატეგორიის ფლობა საჭირო არ არის. ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ სჭირდება და გამოცდის წინასწარი დაჯავშნაც არ არის საჭირო.

AM-⁠ზე ბარდება მხოლოდ თეორიის გამოცდა — არც მოედანი, არც ქალაქი. ჯამში შედის 313 ბილეთი; გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 20 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 18-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი — ანუ მხოლოდ 2 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო 20 წუთია. AM კატეგორიის თეორიის გამოცდა ბარდება მომსახურების სააგენტოს (თბილისის გარდა).

თეორიის გამოცდაზე პირველი გასვლის საფასური 15 ლარია, ყოველი მომდევნო — 40 ლარი.

AM კატეგორიის გამოცდების საფასური

საფასური
თეორია — პირველი გასვლა15 ლარი
თეორია — ყოველი მომდევნო გასვლა40 ლარი

სხვა:

AM კატეგორიის უფლება ავტომატურად მოყვება ყველა სხვა კატეგორიას — ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირს AM-⁠ით სარგებლობის უფლება ავტომატურად აქვს. ასევე, თუ A1, A2 ან A კატეგორიაზე თეორია უკვე ჩააბარე, AM მოთხოვნისთანავე გადმოგეცემა (არ არის აუცილებელი A1, A2 ან A-⁠ზე მოედანი უკვე ჩაბარებული გქონდეს).

გზაზე მაქსიმალური სიჩქარეა 45 კმ/⁠სთ როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში. ავტომაგისტრალზე მოპედით და მსუბუქი კვადროციკლით მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობისას ჩაფხუტით სარგებლობა სავალდებულოა როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრისთვის — მისი არქონის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. მოპედით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია; მსუბუქი კვადროციკლით კი მხოლოდ მაშინ, თუ კონსტრუქცია საბავშვო სავარძლის დაყენების საშუალებას იძლევა.

AM კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ხშირად დასმული კითხვებიFAQ

1.

რა არის AM კატეგორია?

AM კატეგორია არის მართვის მოწმობის კატეგორია, რომელშიც ორი სრულიად სხვადასხვა ტრანსპორტი შედის: მოპედი (2 ან 3 თვლიანი) და მსუბუქი კვადროციკლი. ერთი მოწმობა ორივეს ფარავს.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 42 და 47 | №598 ბრძანება — მუხლი 4, ნაწილი 1 „ა“

2.

სკუტერის სამართავად მართვის მოწმობა მჭირდება?

თუ სკუტერი აკმაყოფილებს კიდულძრავიანი ველოსიპედის მოთხოვნებს, მაშინ მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის. სრულ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ამავე გვერდზე, ზემოთ — „როდის არ გჭირდება მართვის მოწმობა“ სექციაში.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 28 და 42

3.

რამდენ კუბიანი მოპედის მართვა შემიძლია AM კატეგორიით?

მოპედზე ძრავები განსხვავდება — ბენზინის, დიზელის, ელექტრო — სამივე მათგანს თავისი მახასიათებლები აქვს. ბენზინის და დიზელის ძრავზე — მაქს. 50 სმ³. აღსანიშნავია, რომ 3-⁠თვლიანი დიზელის მოპედზე ძრავის კუბატურის ზღვარი განსაზღვრული არ არის. სრულ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ამავე გვერდზე, ზემოთ — „ტექნიკური შეზღუდვები“ სექციაში.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 5, ნაწილი 42

4.

მოპედის მართვისას ჩაფხუტი სავალდებულოა?

დიახ, ჩაფხუტის გამოყენება სავალდებულოა. მოპედის, მოტოციკლის, კვადროციკლის მართვის დროს ჩაფხუტი უნდა ეკეთოს როგორც მძღოლს, ისე მგზავრსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 43, ნაწილი 10 | ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი — მუხლი 118³

5.

რა სიჩქარით შემიძლია მოძრაობა მოპედზე?

დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში 45 კმ/⁠სთ. ავტომაგისტრალზე მოპედით და მსუბუქი კვადროციკლით მოძრაობა აკრძალულია.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 33, ნაწილი 8 „ბ“; მუხლი 38, ნაწილი 1 „ა“

6.

12 წლამდე ბავშვის გადაყვანა შემიძლია მოპედით?

მოპედით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. მსუბუქი კვადროციკლით — მხოლოდ მაშინ, თუ კონსტრუქცია სპეციალური საბავშვო სავარძლის დაყენების საშუალებას იძლევა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 26, ნაწილი 6 „ბ“, „გ“

7.

თუ სხვა კატეგორია უკვე მაქვს, AM კატეგორია ცალკე უნდა ავიღო?

არა. ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მფლობელს AM კატეგორია ავტომატურად აქვს (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას).

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 56, ნაწილი 8⁴ | №598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 3

8.

რამდენი წლით გაიცემა AM კატეგორიის მართვის მოწმობა?

AM კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით.

№598 ბრძანება — მუხლი 41, ნაწილი 1 „ბ.ა“

9.

მართვის მოწმობაზე ვადა გამივიდა, როგორ მოვიქცე?

მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ მისი შეცვლა შესაძლებელია გამოცდების ჩაბარების გარეშე, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

შსს მომსახურების სააგენტო

1.

AM კატეგორიაზე პრაქტიკული გამოცდა ბარდება?

არა. მოპედის მართვის მოწმობის ასაღებად ბარდება მხოლოდ თეორიის გამოცდა — არც მოედანი, არც ქალაქი.

№598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 1

2.

რამდენი ბილეთი შედის AM კატეგორიის თეორიის გამოცდაში?

ჯამში შედის 313 ბილეთი. გამოცდაზე მოგივა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 20 ბილეთი, რომლებიდანაც მინიმუმ 18-⁠ს უნდა გასცე სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 2 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის დრო — 20 წუთი.

№598 ბრძანება — მუხლი 28 „ა¹“

3.

16 წლიდან შემიძლია ავიღო მოპედის მართვის მოწმობა?

დიახ, მოპედის მართვის მოწმობა სწორედ 16 წლიდან გაიცემა.

№598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 2

4.

ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?

ავტოსკოლის ცნობა („ძირი“) არ გჭირდება.

შსს მომსახურების სააგენტო

5.

არასრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

16 წლის კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) და დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი). ამასთან, გამოცდაზე უნდა გამოცხადდე მშობელთან ერთად ან წარადგინო მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

საგზაო მოძრაობის კანონი — მუხლი 57 | შსს მომსახურების სააგენტო

6.

სრულწლოვანი ვარ — რა საბუთები მჭირდება გამოცდაზე?

სრულწლოვან კანდიდატს გამოცდაზე დასაშვებად სჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) და დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

შსს მომსახურების სააგენტო

7.

გამოცდის დაჯავშნა საჭიროა AM კატეგორიაზე გასასვლელად?

არა, AM კატეგორიის თეორიის გამოცდაზე გასასვლელად წინასწარ რიგის დაჯავშნა არ გჭირდება.

№598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 5

8.

მოტოციკლის თეორია ჩავაბარე — AM კატეგორიის გამოცდაზე ცალკე გასვლა მომიწევს?

არა. თუ A1, A2 ან A კატეგორიებიდან რომელიმეზე თეორია ჩაბარებული გაქვს, მოთხოვნის შემთხვევაში AM გადმოგეცემა — მაშინაც კი, თუ მოტოციკლის მართვის მოწმობა ჯერ არ გაქვს.

№598 ბრძანება — მუხლი 4¹, ნაწილი 4