მთავარ შიგთავსზე გადასვლა

მართვის მოწმობის თეორიის კურსი — AM კატეგორია

მართვის მოწმობის თეორიის კურსი — AM კატეგორია, მოპედი

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია AM კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული საგამოცდო მასალის შესასწავლად. კურსი მოიცავს ჩაწერილ ვიდეო–გაკვეთილებს, რომლებშიც ახსნილია თეორიის გამოცდაში შემავალი ყველა 313 საგამოცდო ბილეთი.

კურსის სტრუქტურა

  • კურსი შედგება 7 გაკვეთილისგან — გაკვეთილები შედგება ერთი ან რამდენიმე თემისგან.
  • თითოეულ თემას აქვს თავისი ვიდეო–გაკვეთილი.
  • ვიდეო–გაკვეთილებში ჯერ განხილულია თემის შესახებ პრეზენტაცია, ხოლო შემდეგ ამავე თემის საგამოცდო ბილეთები.

მთავარი უპირატესობები

  • ავტომატური განახლება — თუ მომავალში საგამოცდო პროგრამა ან ბილეთები შეიცვლება (დაემატება, ამოიღებენ ან გადაკეთდება), კურსი ავტომატურად განახლდება შენთვის, ანუ ახლიდან შეძენა არ მოგიწევს.
  • ლოგიკური სილაბუსი — ვიდეო–გაკვეთილების თანმიმდევრობა შექმნილია ისე, რომ ყოველი შემდეგი თემა წინა თემის ლოგიკური გაგრძელებაა.
  • მხოლოდ საგამოცდო მასალა — კურსში ახსნილია მხოლოდ ის მასალა, რაც კონკრეტული კატეგორიის გამოცდაში შედის.
  • ხრიკები — კურსში ისწავლი ხრიკებს, რაც გაგიმარტივებს საკმაოდ ბევრ ბილეთზე პასუხის გაცემას.

კურსზე წვდომა — სამუდამო.

FAQ

კურსის შესახებ

კურსი ონლაინ არის თუ ადგილზე მოსვლით?

კურსი არის ონლაინ და მოიცავს ჩაწერილ ვიდეო–გაკვეთილებს, რომლებზე წვდომაც არის სამუდამო. ლაივ რეჟიმში (ცოცხალი ჩართვებით) გაკვეთილები არ ტარდება.

სად ვუყურებ ვიდეო–გაკვეთილებს?

ვიდეო–გაკვეთილების ყურებას შეძლებ ამ ვებსაიტზე. შეძენის შემდეგ კურსზე წვდომა მომენტალურად მოგეცემა.

კურსი მთლიან მასალას ფარავს?

დიახ, კურსი ფარავს თეორიის მთლიან საგამოცდო მასალას და დამატებით რაიმე სხვა კურსის შეძენა არ მოგიწევს.

ბილეთები თუ შეიცვლება, კურსი განახლდება?

დიახ, თუ ბილეთები შეიცვლება, კურსი ავტომატურად განახლდება შენთვის — ახლიდან შეძენა არ მოგიწევს.

როგორ შევიძინო კურსი?

კურსის შეძენა შეგიძლია როგორც ვებსაიტიდან, ისე გადმორიცხვით. თუ გადმორიცხვით გსურს შეძენა, დაგვიკავშირდი.