მართვის მოწმობის თეორიის კურსი — A1,A2,A კატეგორია

კურსის შესახებ
კურსი განკუთვნილია A1,A2,A კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული საგამოცდო მასალის შესასწავლად. კურსი მოიცავს ჩაწერილ ვიდეო–გაკვეთილებს, რომლებშიც ახსნილია თეორიის გამოცდაში შემავალი ყველა 736 საგამოცდო ბილეთი.
კურსის სტრუქტურა
- კურსი შედგება 10 გაკვეთილისგან — გაკვეთილები შედგება ერთი ან რამდენიმე თემისგან.
- თითოეულ თემას აქვს თავისი ვიდეო–გაკვეთილი.
- ვიდეო–გაკვეთილებში ჯერ განხილულია თემის შესახებ პრეზენტაცია, ხოლო შემდეგ ამავე თემის საგამოცდო ბილეთები.
მთავარი უპირატესობები
- ავტომატური განახლება — თუ მომავალში საგამოცდო პროგრამა ან ბილეთები შეიცვლება (დაემატება, ამოიღებენ ან გადაკეთდება), კურსი ავტომატურად განახლდება შენთვის, ანუ ახლიდან შეძენა არ მოგიწევს.
- ლოგიკური სილაბუსი — ვიდეო–გაკვეთილების თანმიმდევრობა შექმნილია ისე, რომ ყოველი შემდეგი თემა წინა თემის ლოგიკური გაგრძელებაა.
- მხოლოდ საგამოცდო მასალა — კურსში ახსნილია მხოლოდ ის მასალა, რაც კონკრეტული კატეგორიის გამოცდაში შედის.
- ხრიკები — კურსში ისწავლი ხრიკებს, რაც გაგიმარტივებს საკმაოდ ბევრ ბილეთზე პასუხის გაცემას.
კურსზე წვდომა — სამუდამო.
*არასრულწლოვანთათვის დამატებით ცნობას ამ ეტაპზე არ გავცემთ.
გამოცდის შესახებ
A1,A2,A კატეგორიებისთვის თეორიის გამოცდა ერთი და იგივეა. განსხვავება მოედნის გამოცდაშია — სხვადასხვა კატეგორიისთვის სხვადასხვა მოტოციკლით ჩააბარებ გამოცდას. ქალაქის გამოცდა არ ბარდება. .
გამოცდაზე მოგივა 736 ბილეთიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი, ჩასაბარებლად კი საჭიროა 27 სწორი პასუხი, ანუ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. გამოცდის ხანგრძლივობა არის 30 წუთი.
გამოცდაზე მოგივა ის ბილეთები, რაც განთავსებულია ამ საიტზე და რაც ახსნილია კურსში.
საფასური
- პირველი გასვლა: 55 ლარი (17 წლის კანდიდატისთვის A1-ზე — 15 ლარი).
- ყოველი მომდევნო გასვლა: 40 ლარი.
ჯავშანი
A1,A2,A კატეგორიის თეორიის გამოცდაზე გასასვლელად რიგის წინასწარი დაჯავშნა სავალდებულოა. დაჯავშნა შეგიძლია როგორც მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილზე მისვლით, ისე ონლაინ — სააგენტოს ვებსაიტზე (sa.gov.ge) ან მობილურის აპლიკაციაში (Service Agency).
საბუთები
გამოცდის დღეს მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინო:
- სრულწლოვანმა — პირადობის მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).
- არასრულწლოვანმა (A1) — ზემოთხსენებული დოკუმენტები და დამატებით: დაბადების მოწმობა, ავტოსკოლის ცნობა (ძირი), მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ან მშობელი ადგილზე).
FAQ
კურსის შესახებ
კურსი ონლაინ არის თუ ადგილზე მოსვლით?
კურსი არის ონლაინ და მოიცავს ჩაწერილ ვიდეო–გაკვეთილებს, რომლებზე წვდომაც არის სამუდამო. ლაივ რეჟიმში (ცოცხალი ჩართვებით) გაკვეთილები არ ტარდება.
სად ვუყურებ ვიდეო–გაკვეთილებს?
ვიდეო–გაკვეთილების ყურებას შეძლებ ამ ვებსაიტზე. შეძენის შემდეგ კურსზე წვდომა მომენტალურად მოგეცემა.
კურსი მთლიან მასალას ფარავს?
დიახ, კურსი ფარავს თეორიის მთლიან საგამოცდო მასალას და დამატებით რაიმე სხვა კურსის შეძენა არ მოგიწევს.
ბილეთები თუ შეიცვლება, კურსი განახლდება?
დიახ, თუ ბილეთები შეიცვლება, კურსი ავტომატურად განახლდება შენთვის — ახლიდან შეძენა არ მოგიწევს.
როგორ შევიძინო კურსი?
კურსის შეძენა შეგიძლია როგორც ვებსაიტიდან, ისე გადმორიცხვით. თუ გადმორიცხვით გსურს შეძენა, დაგვიკავშირდი.
გამოცდის შესახებ
რა განსხვავებაა A1,A2,A კატეგორიებს შორის?
სამივე კატეგორია მოტოციკლის მართვის უფლებას იძლევა. განსხვავება ისაა, რამდენად ძლიერი მოტოციკლის მართვა შეგიძლია: A1 და A2 ქვეკატეგორიებს ტექნიკური ზღვარი აქვთ, ხოლო A კატეგორიას — არა.
| A1 | A2 | A | |
|---|---|---|---|
| ძრავის მუშა მოცულობა | მაქს. 125 სმ³ | არ არის განსაზღვრული | შეუზღუდავი |
| მაქსიმალური სიმძლავრე | მაქს. 11 კვტ | მაქს. 35 კვტ | შეუზღუდავი |
| სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი | მაქს. 0,1 კვტ/კგ | მაქს. 0,2 კვტ/კგ | შეუზღუდავი |
| მინიმალური ასაკი | 17 წელი | 18 წელი | 24 წელი |
|---|
არ იცი რომელი კატეგორია გჭირდება? უპასუხე რამდენიმე შეკითხვას .
სად ტარდება თეორიის გამოცდა?
თეორიის გამოცდა ტარდება მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში (თბილისის გარდა).
როგორ დავჯავშნო თეორიის გამოცდა?
თეორიის გამოცდის დაჯავშნა შეგიძლია როგორც მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილზე მისვლით, ისე ონლაინ — სააგენტოს ვებსაიტზე (sa.gov.ge) ან აპლიკაციაში (Service Agency).
გაითვალისწინე, რომ თეორიის გამოცდის ონლაინ დაჯავშნისას, კატეგორიას არ ირჩევ, არამედ ჯავშნი ზოგად თეორიულ გამოცდას. კატეგორიის არჩევა ხდება გამოცდის დღეს, მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილზე.
ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია?
დიახ, ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია.
თუ ამას გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გააკეთებ, მომდევნო ჯავშანზე შეზღუდვა არ დაწესდება. ხოლო თუ 72 საათზე გვიან გააუქმებ ან გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდები, ახლიდან გასვლას წინა ჯავშნის დღიდან 7 დღის შემდეგ შეძლებ.
რა საბუთები უნდა მივიტანო გამოცდაზე?
A1,A2,A კატეგორიების თეორიის გამოცდაზე გასასვლელად მომსახურების სააგენტოს ფილიალში უნდა წარადგინო:
- სრულწლოვანმა — პირადობის მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).
- არასრულწლოვანმა (A1) — ზემოთხსენებული დოკუმენტები და დამატებით: დაბადების მოწმობა, ავტოსკოლის ცნობა (ძირი), მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (ან მშობელი ადგილზე).
ავტოსკოლის ცნობა მჭირდება გამოცდაზე გასასვლელად?
A1 ქვეკატეგორიის თეორიის გამოცდაზე გასასვლელად არასრულწლოვნებს მოეთხოვებათ ავტოსკოლის ცნობა — ამ ცნობას ჩვენ არ გავცემთ, მისი შეძენა სხვა ავტოსკოლებისგან შეგიძლია.
სრულწლოვნებს ეს ცნობა არ მოეთხოვებათ არც A1 და არც A2 ან A კატეგორიაზე. სრულწლოვანმა გამოცდის დღეს მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).