მართვის მოწმობის ზღვრული ასაკი
მართვის მოწმობის გაცემის წესები და ასაკობრივი შეზღუდვები სხვადასხვაგვარად გ ანისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით. თითოეულ კატეგორიას აქვს განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი, ქვემოთ წარმოდგენილია, თუ რომელ ასაკში შეიძლება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.
A და AM კატეგორიები:
AM კატეგორია – გაიცემა 16 წლიდან.
A კატეგორია – გაიცემა 24 წლიდან, ან 21 წლიდან იმ პირებისთვის, ვისაც მინიმუმ 2 წლის წინ მიღებული აქვს „A2“ ქვეკატეგორიის მართვის უფლება.
A1 ქვეკატეგორია – გაიცემა 17 წლიდან.
A2 ქვეკატეგორია – გაიცემა 18 წლიდან.
B კატეგორია:
B კატეგორია - გაიცემა 17 წლიდან
18 წლამდე B კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებისთვის, მოქმედების ვადაში, აკრძალულია:
-
მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტრანსპორტით, ტაქსით ან კომერციული მიზნებისთვის.
-
მძღოლად მუშაობა შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (გამონაკლისია „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლობა).
B1 კატეგორია – გაიცემა 16 წლიდან.
BE კატეგორია – გაიცემა 18 წლიდან.
C კატეგორია:
C კატეგორია – გაიცემა 21 წლიდან.
C1 კატეგორია – გაიცემა 18 წლიდან.
CE კატეგორია – გაიცემა 21 წლიდან.
C1E კატეგორია – გაიცემა 18 წლიდან.
D კატეგორია:
D კატეგორია – გაიცემა 24 წლიდან.
D1 კატეგორია – გაიცემა 21 წლიდან.
DE კატეგორია – გაიცემა 24 წლიდან.
D1E კატეგორია – გაიცემა 21 წლიდან.
T და S კატეგორიები:
S კატეგორია – გაიცემა 18 წლიდან.
T კატეგორია – გაიცემა 17 წლიდან.
