
DE
კატეგორია
მართვის მოწმობა გაიცემა:
24 წლიდან
მართვის მოწმობის მისაღებად ბარდება მხოლოდ მოედნის გამოცდა, რომლის წინასწარ დაჯავშნაც სავალდებულო არ არის
მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა წარადგინოს:
-
პირადობის მოწმობა
-
ფორმა IV 100/ა
-
ავტოსკოლის მიერ გაცემული დოკუმენტი (ძირი)
-
D კატეგორიის მართვის მოწმობა
მართვის მოწმობის ასაღებად სავალდებულოა:
ფლობდეს D კატეგორიის მართვის მოწმობას
DE კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირს ასევე შეუძლია მართოს:
• „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• ასევე C1 ქვეკატეგორიის ფლობის შემთხვევაში - C1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება
დამატებითი ინფორმაცია:
„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• უკუსვლით პარკირება;
• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი;
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
წყარო: სააგენტო | DE კატეგორია