11520194998
top of page

BE

კატეგორია

car-7266339_640_edited_edited.png

მართვის მოწმობა გაიცემა:

18 წლიდან

მართვის მოწმობის მისაღებად ბარდება:

 

მხოლოდ მოედნის და ქალაქის გამოცდები

მოედნის გამოცდაზე გასასვლელად რიგის დაჯავშნა სავალდებულო არ არის, ხოლო ქალაქის გამოცდაზე გასასვლელად

სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი

მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა წარადგინოს:

  • პირადობის მოწმობა

  • ფორმა IV 100/ა

  • ​ავტოსკოლის მიერ გაცემული დოკუმენტი (ძირი)

მოწმობის ასაღებად სავალდებულოა:

B კატეგორიის მართვის მოწმობა

დამატებითი ინფორმაცია:

BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• უკუსვლით პარკირება;

• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება;

. მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა.

 

კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 365 კალენდარული დღის განმავლობაში (პირველადი გეგმიური გასვლა - 15 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო შემდეგი გასვლები 30 დღის ინტერვალით) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.

 

 

გეგმიური გასვლის საფასური - 150 ლარი;

არაგეგმიური გასვლის საფასური (7 დღეში ერთხელ) - 310 ლარი;

 

 

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. ამასთან, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

 

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

დასაჯავშნად დააჭრეთ ამ ბმულს.

 

კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს 15 წუთით ადრე. აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მისი 90 კალენდარული დღით დისკვალიფიკაცია და უნარჩუნდება გადახდილი თანხის 50%.

 

შენიშვნა:

* თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს შეზღუდვა არ ვრცელდება.

* თუ გამოცდაზე გამოცხადების დრომდე დარჩენილია 72 საათზე ნაკლები, გამოცდაზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (12 72) დარეკვით ან წერილობითი მიმართვით (სტურუქტურულ ერთეულებში, ელფოსტაზე) დააფიქსიროს.

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page