მთავარ შიგთავსზე გადასვლა

პრიორიტეტის ნიშნები

სულ 6 ნიშანი

პრიორიტეტის ნიშნები განსაზღვრავენ გზაჯვარედინზე ან გზის ვიწრო უბანზე ტრანსპორტთა გავლის რიგითობას, ანუ გვეუბნებიან ვინ პირველი გაივლის და ვინ — მეორე. საგზაო ნიშნები 2.1, 2.2, 2.3, 2.4 იდგმება გზაჯვარედინზე, ხოლო ნიშნები 2.5 და 2.6 იდგმება გზის ვიწრო უბანზე.

2.1
მთავარი გზა
მთავარი გზა
2.2
მთავარი გზის დასასრული
მთავარი გზის დასასრული
2.3
დაუთმე გზა
დაუთმე გზა
2.4
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
2.5
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
2.6
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
დაუთმე გზა
2.3პრიორიტეტის

დაუთმე გზა

გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150–300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

ამ ნიშნის ბილეთები
დააჭირე სანახავად