მთავარ შიგთავსზე გადასვლა

პრიორიტეტის ნიშნები

სულ 6 ნიშანი

პრიორიტეტის ნიშნები განსაზღვრავენ გზაჯვარედინზე ან გზის ვიწრო უბანზე ტრანსპორტთა გავლის რიგითობას, ანუ გვეუბნებიან ვინ პირველი გაივლის და ვინ — მეორე. საგზაო ნიშნები 2.1, 2.2, 2.3, 2.4 იდგმება გზაჯვარედინზე, ხოლო ნიშნები 2.5 და 2.6 იდგმება გზის ვიწრო უბანზე.

2.1
მთავარი გზა
მთავარი გზა
2.2
მთავარი გზის დასასრული
მთავარი გზის დასასრული
2.3
დაუთმე გზა
დაუთმე გზა
2.4
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
2.5
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
2.6
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
მთავარი გზის დასასრული
2.2პრიორიტეტის

მთავარი გზის დასასრული

გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში – გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.

ამ ნიშნის ბილეთები
დააჭირე სანახავად