მთავარ შიგთავსზე გადასვლა

პრიორიტეტის ნიშნები

სულ 6 ნიშანი

პრიორიტეტის ნიშნები განსაზღვრავენ გზაჯვარედინზე ან გზის ვიწრო უბანზე ტრანსპორტთა გავლის რიგითობას, ანუ გვეუბნებიან ვინ პირველი გაივლის და ვინ — მეორე. საგზაო ნიშნები 2.1, 2.2, 2.3, 2.4 იდგმება გზაჯვარედინზე, ხოლო ნიშნები 2.5 და 2.6 იდგმება გზის ვიწრო უბანზე.

2.1
მთავარი გზა
მთავარი გზა
2.2
მთავარი გზის დასასრული
მთავარი გზის დასასრული
2.3
დაუთმე გზა
დაუთმე გზა
2.4
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია
2.5
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა
2.6
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან
მთავარი გზა
2.1პრიორიტეტის

მთავარი გზა

გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში – წინასწარ გზაჯვარედინამდე 150–300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

ამ ნიშნის ბილეთები
დააჭირე სანახავად