11520194998
top of page

A1 კატეგორია

ამ სტატიაში გაიგებთ ყველაფერს, რაც საჭიროა „A1 კატეგორია“ მართვის მოწმობის მისაღებად:

  • რა არის A1 კატეგორია

  • რა განსხვავებაა A, A2 და A1 კატეგორიებს შორის

  • რატომ უნდა აიღოთ A1 კატეგორიის მართვის მოწმობა

  • როგორ ავიღოთ A1 კატეგორიის მართვის მოწმობა

  • როგორ ვმართოთ A1 კატეგორიის მოტოციკლი

A1 კატეგორია

რა არის A1 კატეგორია

A1 კატეგორია არის მსუბუქი მოტოციკლის მართვის მოწმობის კატეგორია. მსუბუქი მოტოციკლი კი არის ისეთი მოტოციკლი, რომლის ძრავის მოცულობა არ აღემატება 125 კუბურ სანტიმეტრს და რომლის სიმძლავრე არის მაქსიმუმ 11 კვტ (კილოვატი). მსუბუქი მოტოციკლების უმრავლესობა გარეგნულად მოპედს ჰგავს და მნიშვნელოვანია, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა შევძლოთ (სხვა ვერაფრით შევძლებთ გარჩევას გარდა ტექ პასოპრტისა, რომელშიც წერია ტრანსპორტის ძრავის კუბატურა).

AM ან A1

A1

A1

*მოპედის, ანუ AM კატეგორიის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

რა განსხვავებაა A, A2 და A1 კატეგორიებს შორის?

  • A1 კატეგორია:

არის მოტოციკლი, რომლის ძრავის მოცულობა არ აღემატება 125 კუბურ სანტიმეტრს და რომლის სიმძლავრე არის მაქსიმუმ 11 კვტ (კილოვატი).

არის მოტოციკლი, რომლის სიმძლავრე არის მაქსიმუმ 35 კვტ (კილოვატი) და მისი სიმძლავრე შეფარდებული წონის კოეფიციენტი არის 0.2-ზე ნაკლები (სიმძლავრე/წონა < 0.2).

არის ნებისმიერი ძრავის მოცულობის, სიმძლავრისა და წონის მოტოციკლი.

A1
A2
A
კუბატურა
< 125cc
არ არის განსაზღვრული
სიმძლავრე
< 11 კვტ (კილოვატი)
< 35 კვტ (კილოვატი)
სიმძლავრე/წონა
არ არის განსაზღვრული
< 0.2

რატომ უნდა აიღოთ A1 კატეგორიის მართვის მოწმობა

თუ მსუბუქ მოტოციკლს უკვე მართავთ და შესაბამისი მართვის მოწმობა არ გაქვთ, ამისთვის 200 ან 1200 ლარით დაჯარიმდებით - პირველ რიგში სწორედ ამიტომ უნდა აიღოთ A1 კატეგორიის მართვის მოწმობა.

​ასევე კარგი გადაწყვეტილებაა პირველ მოტოდ A1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შეძენა, ვინაიდან:

  • მარტივი სამართავია

  • იაფია

  • ცოტა საწვავს მოიხმარს

  • შეგიძლიათ კურიერად იმუშოთ

 

*აქვე აღსანიშნავია, რომ A1 კატეგორიის აღების შემთხვევაში, ავტომატურად გადმოგეცემათ AM კატეგორიის მართვის მოწმობა და ტრიციკლის მართვის უფლება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

როგორ ავიღოთ A1 კატეგორიის მართვის მოწმობა

A1 კატეგორიაზე ასაკი განსაზღვრულია - მართვის მოწმობა გაიცემა 17 წლიდან.

მართვის მოწმობის მისაღებად უნდა მიხვიდეთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და ჩააბაროთ თეორიისა და მოედნის გამოცდები. გამოცდების ჩაბარება შეგიძლიათ ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.

შენიშვნა:

A1 კატეგორიის მისაღებად აბარებთ მხოლოდ მოედნის გამოცდას, თუ გაქვთ B კატეგორიის მართვის მოწმობა, აღებული 2014 წლის 15 დეკემბრამდე.

A1 კატეგორიის თეორიის გამოცდა

თეორიის გამოცდა მოიცავს 762 ბილეთს და მასში შეტანილია საგზაო მოძრაობის ყველა წესი. გამოცდაზე შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 30 ბილეთი მოგივათ, რომლიდანაც მინიმუმ 27-ს უნდა გასცეთ სწორი პასუხი, ანუ მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ.

​A1 კატეგორიის თეორიის გამოცდაზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა სავალდებულოა. დაჯავშნა შეგიძლიათ როგორც ადგილზე მისვლით, ისე ონლაინ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.

A1 კატეგორიის თეორიის სრული მასალა შეგიძლიათ ჩვენი კურსით შეისწავლოთ.

A1 კატეგორიის მოედნის გამოცდა

თეორიის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩააბაროთ მოედნის გამოცდა, რომელიც სამ ელემენტს მოიცავს:

  • რვიანი

  • ზიგზაგი

  • საგაბარიტო წრეში მობრუნება

მოედნის გამოცდაზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა სავალდებულო არ არის.

სად ჩავაბაროთ A1 კატეგორიის გამოცდები საქართველოში

მოტოციკლის მართვის მოწმობის ასაღებად თეორიისა და მოედნის გამოცდების ჩაბარება საქართველოს მომსახურების სააგენტოს შემდეგ ფილიალებში შეგიძლიათ:

დასავლეთი
აღმოსავლეთი
ბათუმი
რუსთავი
ქუთაისი
გორი

რა უნდა წარვადგინოთ გამოცდაზე გასასვლელად?

თეორიის გამოცდაზე გასასვლელად, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოთ:

  • პირადობის მოწმობა

  • ფორმა 100

არასრულწლოვანმა დამატებით უნდა წარადგინოს:

  • დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)

  • მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა

  • საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

 

მოედნის გამოცდაზე გასასვლელად არაფრის წარდგენა არ არის სავალდებულო.

საფასური

  • ფორმა 100 - დაახლოებით 30 ლარი

  • თეორიის გამოცდაზე გასვლა - პირველად 55 ლარი, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 40 ლარი.

  • მოედნის გამოცდაზე გასვლა - 7 დღეში ერთხელ უფასოა, ვადამდელი კი 30 ლარი.

    • აქვე აღსანიშნავია, რომ 30 ლარის გადახდის შემთხვევაში, მოედნის გამოცდაზე გასვლა ერთ დღეში რამდენიმეჯერაც კი შეგიძლიათ.

დაჩქარებული წესით მართვის მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

სტანდარტულად, მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ვადაზე ადრე გსურთ მისი მიღება, ეს, ბუნებრივია, ფასიანია:

  • ერთ სამუშაო დღეში დამზადების საფასური - 50 ლარი.

  • ორ სამუშაო დღეში დამზადების საფასური - 40 ლარი.

როგორ ვმართოთ A1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება (მსუბუქი მოტოციკლი)

მოტოციკლის მართვა სულ სხვა ტიპის გამოცდილებაა — მართვის ტექნიკა, სხეულის კონტროლი და ყურადღება სრულად ერთად მუშაობს. გეტყვით რამდენიმე აუცილებელ დეტალს, რაც უნდა იცოდეთ მოტოციკლის სწორად და უსაფრთხოდ მართვისთვის:

  • მუდმივად ატარე ჩაფხუტი და მოტოციკლის აღჭურვილობა

ეს არ არის მხოლოდ წესების დაცვა — ეს შენი სიცოცხლის დაცვაა. ჩაფხუტი, ხელთათმანები, მკლავის და მუხლის დამცავები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დასაწყისში.

  • სიჩქარეების გადართვა

ვინაიდან მოტოციკლების უმრავლესობას მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, სიჩქარეებს შენით რთავ - ერთდროულად ხელით და ფეხით. მარცხენა სახელურით თიშავ გადაბმულობას და მარცხენა ფეხის სატერფულით ცვლი გადაცემას (სიჩქარეს) - ქვემოთ ჩაწევა გადაცემის შემცირებაა, ზემოთ აწევა - გადაცემის გაზრდა.

  • დამუხრუჭება – რბილად და წინასწარ

გამოიყენე როგორც წინა, ისე უკანა მუხრუჭები ერთდროულად - ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა მოტოციკლი არ მოცურდეს. ადრეული და რბილი დამუხრუჭება გიცავს მოცურებისგან.

  • სხეულის მოძრაობა მოსახვევში

მოსახვევში შესვლისას ოდნავ გადაიხარე მოხვევის მხარეს, მოადუნე ხელები და სხეულის წონა თანაბრად გადაანაწილე.

და ბოლოს, თავდაპირველად მოტოციკლის მართვის შესწავლა სასურველია, რომ ისეთ ადგილას განახორციელოთ, სადაც ნაკლებად ინტენსიური მოძრაობაა ან სადაც საერთოდ არ არის (დახურული მოედანი, ავტოდრომი).

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page