დამტვირთველის მართვის მოწმობა
რომელი კატეგორია გჭირდება დამტვირთველის სამართავად?
დამტვირთველისთვის S კატეგორია გჭირდება, თუ მისი კონსტრუქციული სიჩქარე 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლებია.
კანონის მიხედვით ეს არის სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა (მუხლი 5, ნაწილი 79; მუხლი 54, ნაწილი 2 „კ“)
S
საგზაო-სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა თვითმავალი მანქანაა, კონსტრუქციული სიჩქარით 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, და ავტომობილის ბაზაზე დამზადებული არ არის
ასაკი: 18 წლიდან.