11520194998
top of page

უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის შეცვლა

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლისთვის საჭირო დოკუმენტები:

საქართველოს მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

  • უცხო ქვეყნის მოქმედი მართვის მოწმობა (ვადა არ უნდა იყოს ამოწურული)

  • ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა)

  • საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნები:

  • მართვის მოწმობის გაცემამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქალაქე უნდა იყოს 185 დღე ნამყოფი (ნაცხოვრები) იმ ქვეყანაში, სადაც მოწმობა გაიცა

  • ყველა უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტი უნდა იყოს ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული

  • მართვის მოწმობის დასტური არ მიიღება, თუ გაცემიდან 90 კალენდარული დღეა გასული

გამონაკლისი:

  • თუ მოქალაქე მართვის მოწმობის გაცემის მომენტში იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც მოწმობა გაიცა

  • თუ მართვის მოწმობა გაცემულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ

მართვის მოწმობის შეცვლის საფასური: 15 ლარი
მიღების დრო: რამდენიმე წუთში

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა

  • უცხო ქვეყნის მოქმედი მართვის მოწმობა (ვადა არ უნდა იყოს ამოწურული)

  • ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა)

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

მართვის მოწმობის შეცვლის საფასური: 15 ლარი
მიღების დრო: რამდენიმე წუთში

დამატებითი ინფორმაცია:

  • მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში

  • სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page