11520194998
top of page

საერთაშორისო მართვის მოწმობა

საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის წესები

 

​საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.

საერთაშორისო მართვის მოწმობის ტიპები:

  1. ჟენევის 1949 წლის კონვენციით გათვალისწინებული მართვის მოწმობა:

    • ვადა: 1 წელი

    • ქვეყნების ჩამონათვალი: ბმული

  2. ვენის 1968 წლის კონვენციით გათვალისწინებული მართვის მოწმობა:

    • ვადა: 3 წელი

    • ქვეყნების ჩამონათვალი: ბმული

საჭირო დოკუმენტები საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად:

ვენის კონვენციის ქვეყნებისთვის:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

  • ეროვნული მართვის მოწმობა

შენიშვნა: თუ ეროვნული მართვის მოწმობა გაცემულია 2014 წლის 1-ელ მარტამდე, აუცილებელია მისი შეცვლა. ამისთვის საჭიროა დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

ჟენევის კონვენციის ქვეყნებისთვის:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

  • ეროვნული მართვის მოწმობა

დამატებითი ინფორმაცია

  • საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური არის 109 ლარი

  • გაცემის დრო: რამდენიმე წუთი

  • გაცემის ადგილი: მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული

  • სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2025 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page