11520194998
top of page

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად აუცილებელია რიგის წინასწარ დაჯავშნა.

​

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგის დაჯავშნა
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჯავშნის გაუქმება

​

A, A1, A2, B1, CE, DE, C1E და D1E კატეგორიები და ქვეკატეგორიები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი წარმატებით ჩააბარებს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს (მოედნის გამოცდას).

​

B, C, D, BE, C1 და D1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებად აუცილებელია პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპის წარმატებით გავლა - როგორც მოედნის, ისე ქალაქის გამოცდების.

​

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, გამოცდის დაწყებამდე, კანდიდატმა უნდა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს

​

CE, DE, C1E და D1E კატეგორიების პრაქტიკული გამოცდის დროს კანდიდატმა უნდა შეასრულოს შემდეგი ელემენტები:

  • უკუსვლით პარკირება

  • პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება

​

C1, D1 და C კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება ოთხ ქალაქში:

  • რუსთავი

  • თელავი

  • ქუთაისი

  • ფოთი

​

D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება ორ ქალაქში:

  • რუსთავი

  • ქუთაისი

მართვის მოწმობის თეორიის გამოცდის სიმულაცია:
მართვის მოწმობის თეორიის გამოცდაზე რეგისტრაცია:

Martivi Teoria · მარტივი თეორია

ავტოსკოლა - მართვის მოწმობის თეორია

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok

+995 592 30 44 05

24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა

© 2026 by Martivi Teoria. All Rights Reserved

bottom of page